ერთ წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა — სოზარ სუბარი გიორგი გახარიაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ "ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა ნდობა". მან გახარიას გადაწყვეტილებას ისევ "გაუგებარი" უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა უფრო მეტი დეტალი იცის, მაგრამ მაინც არ ესმის და "დამაზიანებლად" მიაჩნია.
"ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით წასვლა, რა თქმა უნდა, იყო დამაზიანებელი და ისევ გავიმეორებ, შეუწყნარებელიც, ჩემი აზრით. ამას სახელს ვერ ვარქმევ. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან. პასუხი მივიღე, მაგრამ გაუგებარი. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე, რად უნდა ახლა ამას... გაუგებარი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ ვხვდები, ადამიანურად ვერ ვხვდები თორე გონებაში ყველაფერი შეიძლება... არ არის სწორი ასეთი საქციელი და მორჩა, დამთავრდა.
რაც შეეხება პრემიერს — არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა. ყველგან მხვდებოდა სხვათაშორის და ძალიან დადებითად მოქმედებდა პირადად ჩემს, როგორც მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ. მგონია, რომ ერთ წამში, ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
სუბარის თქმით, გახარიას გადადგომის სურვილზე რამდენიმე თვის წინ გაიგო, მაგრამ არა პარტიის ლიდერებისგან, არამედ გარშემომყოფებისგან და ეს მასთან არ გადაუმოწმებია.
"გადადგომაზე მანამდე ბევრჯერ იყო ლაპარაკი, არაერთხელ იყო ასეთი მოარული ხმები, თუმცა მე პირადად მისთვის არც მიკითხია. რაც მქონდა ინფორმაცია, კი, ნამდვილად აპირებდა წასვლას, ეს იყო რამდენიმე თვის წინ. რამდენიმე თვის წინ იყო ეს სერიოზული ლაპარაკი ისე, რომ... ნუ, ახლა, რა ვიცი, ვამბობ ისე, რასაც წრეებში ამბობდნენ, მაგრამ ახლა, მე არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ მისთვის მეკითხა, მე არ მიმიღია ეს ინფორმაცია სერიოზულად და ამიტომ არ ვიცი, ეს მართალია თუ არა. უბრალოდ, ბევრი ვიღაცა რომ ლაპარაკობს, გიჩნდება, მართლა რამე ხდება თუ არა.
რამდენიმე დღის წინ თვითონ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მე ეს ჩავთვალე, როგორც აბსოლუტურად ნორმალური და მისი დამოკიდებულება. გუნდის შიგნით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ამაზე ლაპარაკი არასდროს არ ყოფილა. წეღან რაც ვახსენე, ირგვლივ რომ ლაპარაკობენ, ასეთ დონეზე რჩება", — განაცხადა მან.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა.
იმავე დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად, ქართულმა ოცნებამ ყოფილი პრემიერი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მეორე დღეს ღარიბაშვილმა სამთავრობო გუნდი წარადგინა, სადაც მხოლოდ 2 ცვლილება იყო — მისი შემცვლელად მისივე პირველი მოადგილე, ხოლო ინფრასტრუქტურის და ვიცე-პრემიერის, მაი ცქიტიშვილის შემცვლელადაც ასევე პირველი მოადგილე. ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წასვლა თავად სურდა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები