აშშ 3 ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერს ეძებს, რომლებმაც 1,3 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტის მოპარვა სცადა
ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უშიშროების, "reconnaisaance General Bureu"-ის დაკვეთით, სამი ჰაკერი კრიპტოვალუტის მოპარვას ცდილობდა. მცდელობა ჩ.კორეის ოპერაციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ფულის შეტანას ცდილობენ.
მსგავსი ექსტრემალური ზომები, ჩ.კორეაზეა დაწესებული მძიმე სანქციებითაა განპირობებული. ქვეყანა პრაქტიკულად სრულ ეკონომიკურ იზოლაციაშია.
"კრიპტოვალუტები სანქციებს და მათ ეფექტიანობას მთლიანად ცვლის", — ამბობს სტეფანი ტ.კლეინ-აჰლბრადნტი New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში.
NYT-ის მიხედვით, ჰაკერმა ტრიომ 112 მილიონი $ წარმატების მოიპარა, 11,8 მილიონი დოლარი კი ნიუ იორკში არსებული ფინანსური კომპანიისგან მოიპოვა. აღნიშნული ჰაკები "ციფრულად" განხორციელდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გარკვეულ მთავრობებს და კიბერ-კრიმინალებს შორის ალიანსი მზარდია.
ჩრდილოეთ კორეას და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობა ბოლო დროს თითქოს გაუმჯობესდა. 2018 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მთავრობებმა პანმუმჯომ-ის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად დემილიტარიზაციას და მშვიდობას ისახავს. თუმცა, აშშ-ს და ჩ.კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მაინც დაძაბულია.
კომენტარები