ფაქტობრივად ლეიბორისტების ოფისში მყოფებმა ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ თამაშობენ მიშას თამაშს — ხვიჩია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
გირჩის ლიდერებმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრა დასრულებამდე დატოვეს. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოფისში მყოფებმა ფაქტობრივად ერთხმად დაუდასტურეს, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ.
"ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისში არიან, ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ ისინი თამაშობენ მიშას თამაშს, მაგალითად კახა კუკავა, მან მითხრა, რომ გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო ხომ იცითო. ასე მითხრა კახა კუკავამ, მაგრამ ზოგადად, განწყობა იყო ეს, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ გვქონდა სულ 3 საკითხი, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად ეს 3 საკითხი იყო ისეთი, რომელზედაც თუ მსჯელობა დაიწყებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა, ის იყო სამართლიანი, შესაბამისად ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა Mode-ზე, ასე რომ ვთქვათ", — განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, 3 საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, საიდანაც 2-ზე პასუხი ვერ მოისმინეს, მე-2 საკითხის წამოჭრისას კი ისეთი ყაყანი ატყდა, რომ მათი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა.
"3 საკითხი იყო — ერთი, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზედაც საერთოდ პასუხი ვერ მოვისმინეთ, მეორე საკითხი იყო, რომელიც ჩვენ დავაყენეთ,არჩევნები რომ გაყალბდა, რომ ვიძახით და რომ ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს,გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენს მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზედაც ასევე, დუმილი იყო და ზოგადად, პასუხი არ არსებობდა. მესამე საკითხი იყო — რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა ამ შემთხვევაში და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ ნიკა მელიას უპირობო სოლიდარობას ვუცხადებდით და ვუცხადებთ და რა იქნებოდა ის ღონისძიებები, რაშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და ფაქტობრივად გაუსაძლისი გახდა ჩვენი იქ ყოფნა", — განაცხადა ხვიჩიამ.
გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ციხეში მოხვედრა ექსპრეზიდენტის და ამავე პარტიის დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის "თამაშია". მისივე თქმით, ამ "თამაშის" წარმატება ქოცების სიბრიყვეზე დგას".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები