სარგებელი, რომელსაც ტაქსის მძღოლები BBVA-სა და Uber-ის საბანკო პროდუქტით იღებენ
ღია ბანკინგის სისტემის პოტენციალი, შეცვალოს ფინანსური მომსახურების მიწოდების ფორმა, Uber-ის და BBVA-ის (ციფრულ ბანკინგზე ორიენტირებული გლობალური ბანკი) 2019 წლის გარიგების ხარჯზე, კიდევ უფრო გამოიკვეთა.
ღია ბანკინგი, ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, ინფორმაციის გაზიარების უსაფრთხო გზაა. ამით, მომხმარებელი აპლიკაციის საშუალებით სარგებლობს საკუთარი საბანკო სერვისებით. ეს მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტი, ბიზნესისთვის კი, განვითარების შესაძლებლობაა.
BBVA და Uber, მექსიკის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეები არიან. მათმა ალიანსმა კი ახალი ფინანსური მომსახურების საშუალება გააჩინა. ეს პროცესში მესამე მხარის ჩართულობას ნიშნავს, რაც Uber-ის მძღოლებისთვის ნამდვილად კარგი ამბავი აღმოჩნდა.
Uber-ის აპლიკაციის საშუალებით, მძღოლებმა შეძლეს სწრაფად და მარტივად შეექმნათ ციფრული ანგარიში, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდებოდა საერთაშორისო "Driver Partner Debit Card"-ს. ეს ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ შემოსავალს პირდაპირ, რამდენიმე წუთში იღებენ. გარდა ამისა, ამ პლატფორმით მათ შეძლეს მიეღოთ ფინანსური შეღავათები — როგორიცაა სესხები და ფასდაკლებები.
იდეა მარტივია — Uber-ის მძღოლებისთვის დროის დაზოგვა და ზედმეტი სტრესის თავიდან აცილება. ამ ინოვაციამ მძღოლებს დაუზოგა დრო, გარდა ამისა, სამუშაო პროცესი და საბანკო მომსახურებები გაუმარტივა. ეს ყველაფერი კი ერთი აპლიკაციის ხარჯზე.
"მოხარულები ვართ, რადგან ეს ალიანსი მოიცავს ჩვენს კომბინირებულ გამოცდილებას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან პირველად გთავაზობთ BBVA პროდუქტს, რომელიც მესამე მხარის პლატფორმაში იქნება ინტეგრირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტნიორთან მიგვაქვს "ბანკი", რომელსაც პირდაპირ თავის მძღოლებთან მივყავართ. ამით Uber-ის მძღოლები ერთი დაწკაპუნებით, პირდაპირ ყველა საბანკო შეღავათით ისარგებლებენ." — ამბობდა ჯერ კიდევ 2019 წელს, სერვისის ამოქმედების დროს, კარლოს ლოპეს-მოტექზუმა, BBVA-ის ღია ბანკინგის ხელმძღვანელი.
დიახ, ეს სარგებელი ღია ბანკინგის საშუალებით არის შესაძლებელი, რაც წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას, იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებენ ფინანსური ინსტიტუტები თავიანთ ფინანსურ მომსახურებებს.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები