ილონ მასკის თქმით, ჯეფ ბეზოსი ცდილობს პროექტი Starlink ჩაშალოს
SpaceX–ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი, იბრძვიან თავიანთი ცალკეული პროექტების Starlink და Kuiper Systems განხორცილებისთვის. პროექტებით მილიარდერები გეგმავენ, უზრუნველყონ მსოფლიო თანამგზავრული ინტერნეტით.
მასკმა სთხოვა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას, მიეცა საშუალება Starlink–ის თანამგზავრების დაშვებისთვის, უფრო მცირე სიმაღლეზე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
Amazon-მა განაცხადა, რომ ასეთი სიმაღლე ხელს შეუშლის თანამგზავრული ინტერნეტის პროექტს Kuiper Systems. Amazon–მა დეკემბერში FCC–ის თავმჯდომარეს — აჯიტ პაის სთხოვა, შეეზღუდა SpaceX–ის თანამგზავრების სიმაღლე, სანამ არ დამტკიცდებოდა, რომ ისინი Amazon–ის თანამგზავრებს ხელს არ შეუშლიდნენ — CNBC-ის თანახმად.
მასკმა Amazon-ის გადაწყვეტილება აღიქვა, როგორც Starlink პროექტისთვის ხელის შეშლა და საკუთარი Twitter-ის ანგარიშით გამოეხმაურა ამ ფაქტს: "Amazon-ის ნაბიჯები არ ემსახურება საზოგადოებას, ის მიმართულია Starlink პროექტის შეჩერებისკენ, რაც დაეხმარება Amazon–ის სატელიტურ სისტემას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, მუშაობას რამდენიმე წელში დაიწყებს", — წერს მასკი ტვიტში.
მასკი სწორია, როდესაც ამბობს, რომ ორი კომპანიის პროექტი განვითარების ძალიან განსხვავებულ ეტაპზეა. Amazon–მა პროექტი Kuiper 2019 წელს დაანონსა, მაგრამ კოსმოსში ჯერ კიდევ არ გაუგზავნია ინტერნეტ თანამგზავრი.
სამაგიეროდ, SpaceX–მა თავისი Starlink–ის თანამგზავრების საერთო რაოდენობა ორბიტაზე 1,025–მდე გაზარდა, კვირა დღეს კიდევ ერთი წარმატებული გაშვების შემდეგ. ივნისში კი კომპანიამ დაიწყო Starlink სატელიტური ინტერნეტმომსახურების შეზღუდული საზოგადოებრივი ბეტა ვერსია, თვეში 99 აშშ დოლარად. ხოლო აპარატურა 499 აშშ დოლარად ჩაუშვა გაყიდვაში.
თავის მხრივ, Amazon-მა SpaceX უპასუხა: "ჩვენ შევქმენით Kuiper სისტემა ისე, რომ თავიდან აგვეცილებინა Starlink-ის სატელიტებთან სახიფათო გარემოს შექმნა და ახლა SpaceX-ს სურს შეცვალოს მისი სისტემის დიზაინი. ეს ცვლილებები არა მხოლოდ ქმნის უფრო სახიფათო გარემოს სატელიტების შეჯახებისთვის კოსმოსში, არამედ ზრდის რადიო-ჩარევების რისკს მომხმარებლებისთვის. SpaceX–ის შემოთავაზებული ცვლილებები ხელს უშლის კონკურენციას სატელიტურ სისტემებს შორის. აშკარად, SpaceX-ის ინტერესია, შექმნან უკონკურენტო გარემო, თუკი ამის შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესებში არ შედის", — განუცხადა Amazon-ის წარმომადგენელმა Futurism-ს.
ასე რომ, სამართლიანია თუ არა Amazon-ის მოქმედებები რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია მასკი წინაღმდეგობას გაუწევს ჯეფ ბეზოსს და მის კომპანიას.
კომენტარები