5 პრობლემა, რომელიც ქართველ ინტროვერტებს ყოველდღიურად ექმნებათ
ფოტო: Radostina Georgieva / Dribbble.coმ
2012 წელს ამერიკელმა მწერალმა სიუზენ კეინმა წიგნი გამოსცა, სახელად — სიჩუმე: ინტროვერტების ძალა მსოფლიოში, რომელიც ვერ ჩუმდება. პირველად როცა გადავაწყდი ამ წიგნს, სახელწოდებამ ძალიან დამაფიქრა. უფრო ზუსტად, იმ მოსაზრებამ გამიჩინა კითხვები, რომ მსოფლიო ვერ ჩუმდება. ეს ხომ ძალიან ხმამაღალი განაცხადია და ერთობ განზოგადებულიც.
თუმცა, ამ ჰიპერბოლურ ფრაზაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია: უმეტეს კულტურებში, მართლაც, სწორედ ექსტროვერტული ქცევებია დაფასებული და ნორმად ქცეული — ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად.
შემდეგ იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რომელი ქვეყანა იყო ისეთი, სადაც ყველაზე მეტადაა ნორმალიზებული ინტროვერტული ქცევა. ალბათ იაპონია? ნორვეგია? კი, აღმოსავლეთ აზიისა და სკანდინავიის ქვეყნები ნამდვილად უნდა შევიყვანოთ ამ სიაში. მაგრამ როდესაც უკვე ისეთ ქვეყნებზე დავფიქრდი, სადაც ექსტროვერტული ქცევა სოციალურ სფეროზე აბსოლუტურად დომინირებს, მაშინვე სამშობლო გამახსენდა: მიწა, რომელიც ღმერთმა თავისთვის გადაინახა, მაგრამ საბოლოოდ მოქეიფე ხალხს აჩუქა.
ალბათ ცოტა მოიძებნება საზოგადოება, სადაც ადამიანურ ურთიერთობებს ისეთივე საკრალური მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ჩვენთან. ქართული კულტურის თითქმის ნებისმიერ ელემენტზე დაკვირვებით — იქნება ეს ქართული არქიტექტურა, სუფრა თუ პოლიფონია — მარტივად შეიმჩნევა სოციალური ცხოველის კულტის არსებობა. მოკლედ რომ ვთქვათ, "თბილი ხალხი ვართ".
ფოტო: Lone Aadnekvam
სტერეოტიპული ქართველი შეიძლება ახლოს კი იყოს საშუალო სტატისტიკურ ქართველთან, თუმცა მთლიანი საზოგადოება მსგავსი ერთგვაროვნებისგან მაინც შორსაა. საქართველოშიც მრავლად მოვიძებნებით ინტროვერტები — მუსიკალურ ფესტივალზე დროის გატარებას სახლში კითხვა რომ შეიძლება ვარჩიოთ ან გრანდიოზული სანაცნობო წრის მაგივრად რამდენიმე ახლო მეგობარს რომ დავჯერდეთ (კარლ იუნგის შემოღებული ინტროვერტობისა და ექსტროვერტობის თავდაპირველ მნიშვნელობასთან, მართალია, კავშირი არ აქვს სანაცნობო წრის სიდიდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ სტატიაში ამ ორ ტერმინს მეტად ფართო და გავრცელებული მნიშვნელობით გამოვიყენებ).
თუ შენც ქართველ ინტროვერტთა რიგებს მიეკუთვნები, ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები მტკივნეულად ნაცნობი იქნება; და თუ ექსტროვერტი ხარ, იმედია, ეს ტექსტი განმარტოების მოყვარული შენი მეგობრის უკეთ გაგებასა და მისი ინტერესების გათვალისწინებაში დაგეხმარება.
მაშ ასე, ეს ის 5 პრობლემაა, რომელსაც ჩვენ, ინტროვერტები, ექსტროვერტების სამფლობელოში, ანუ საქართველოში ვაწყდებით:
1. შეხება, შეხება, შეხება
ფოტო: Walt Disney Pictures
ჰაპტოფობიის ანუ შეხების შიშის მქონე ადამიანს პირადად არასოდეს შევხვედრილვარ. სიმართლე ითქვას, არც მე ვარ დიდად წინააღმდეგი ფიზიკური კონტაქტის — თუნდაც ადამიანი უცხო იყოს. თუმცა შეუძლებელია, ერთხელ მაინც თვალში არ გეცეს ის, თუ რამდენად უგულებელყოფილია პირადი სივრცის ცნება ჩვენ გარშემო — საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, საცხობის რიგებში... ის მცირე სივრცეც კი, რომელიც შენსა და უცნობ ადამიანს შორის არსებობს, მაშინვე ირღვევა, როდესაც ერთმანეთს "გაგაცნობენ" და მაშინვე გადაკოცნის ვალდებულება ჩნდება.
COVID-19-მა და ამ ვირუსით გამოწვეულმა რეგულაციებმაც კი ვერაფერი დააკლეს გადაკოცნის დიად ტრადიციას. ასე რომ, თუ იმედი გქონდა, საუბრის დროს აბსურდულად ახლოს დგომა და პერიოდულად მხარზე ხელის დარტყმა მოიშლებოდა, მწარედ შეცდი.
2. ხმამაღალი საუბარი
ფოტო: Laurene Boglio
ტელევიზორს თუ ჩართავ და ქართულ არხებზე ქართველი პოლიტიკოსების დისკუსიებს დააკვირდები, უკონტროლო ემოციების კორიანტელს შეამჩნევ. ყველაზე უწყინარი დიალოგის დროსაც კი ხმის ტემბრი თანდათან იზრდება და მოსაუბრეები ერთმანეთის სიტყვების გადაფარვას ცდილობენ. რაც მთავარია, ეს უკულტურობად არც კი ითვლება.
ამბობენ, მზიან ქვეყნებში ხალხი ხმამაღლა საუბრობსო. არ ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა თუ ჩაუტარებიათ ან რამდენად ამართლებს ექსტროვერტების ქმედებებს სიცოცხლის მომცემი ციური სხეული, მაგრამ არაფერი აღიზიანებს ისე ინტროვერტს, როგორც საუბარში ჩაჩრა.
მახსოვს, ერთხელ, ბათუმში მიმავალმა, ავტობუსის მძღოლს ციხისძირის მდებარეობა არცთუ ხმამაღლა ვკითხე, თუმცა ავტობუსის ანტიკური ძრავის ღმუილის გადაფარვა მაინც მოვახერხე. პასუხი არანორმალურად ხმამაღლა დამიბრუნა. მეც უნებურად ავყევი და ჩვენი საუბარიც ყვირილში გადაიზარდა. რაღაც მომენტში დავფიქრდი, ინტროვერტები აქამდე როგორ არ გვშთანთქა ექსტროვერტულმა კულტურამ-მეთქი. ვინ იცის, იქნებ, ამაში გენეტიკის ხელიც ურევია.
დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ ინტროვერტს შეუმჩნევია, როგორ იცვლება შინაგანი ხმა სახლის დატოვების შემდეგ. ხალხთანაც მუდმივად ხმამაღლა საუბარი გიწევს. თავად ჩვენი ქალაქებიც კი ხმაურიანია. ხმოვანი დაბინძურება თბილისის ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა. აგრესიული მძღოლების დაუსრულებელი სიგნალები და მშენებარე კორპუსების ქვის საჭრელი მოწყობილობების გამაყრუებელი ზუზუნ-ბრახუნი ჯოჯოხეთურ კაკაფონიაში აფლობს მთელ ქალაქს.
ამ ყველაფრის მერე გასაკვირი არ არის, რომ ადვილად გვეფიტება ჩვენი ინტროვერტული ბატარეები — ჩვენ ხომ მუდამ გარემოსთან ჭიდილში ვარსებობთ.
3. გაუთავებელი მისალმებები
ფოტო: 20th Television
შედარებით ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში თუ ამოყოფ თავს, მარტივად შეამჩნევ, რომ გვერდიგვერდ წლობით მცხოვრები მეზობლებიც კი შეიძლება არ ესალმებოდნენ ერთმანეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლობლური კავშირების გაბმაზე. თუმცა საქართველო მეზობლური ურთიერთობების ქვეყანაა. აქ სრულიად ნორმალურია, თუ შენს ქუჩაზე მცხოვრები ზედიზედ 10 მეზობლისთვის მისალმება მოგიწევს; ამას მიუმატე კიდევ 3 ძველი კლასელიც, რომელიც გზად შემოგხვდება და მათემატიკის კერძო მასწავლებელიც, რომელიც წლებია, არ გინახავს და რომელთანაც მოკითხვებსა და ამინდის პროგნოზზე საათიან საუბარს გააბამ.
ასე რომ, თუ შორიდან ძველი ნაცნობი დაინახე და ქუჩის მეორე მხარეს გადახვედი, დიდად სინდისი ნუ შეგაწუხებს. ამ ქცევას შენ, ფაქტობრივად, თვითგადარჩენის ინსტინქტი გკარნახობს.
4. დანამუსება
ფოტო: MTV Networks
თუ სახლში ყოფნა გიყვარს, მაგრამ ყველა გარეთ გექაჩება, გილოცავ! შენ ექსტროვერტულ კულტურაში მოხვდი. ექსტროვერტული კულტურა კი იმიტომ არის ექსტროვერტული, რომ აქ სწორედ ექსტროვერტობაა ნორმა.
მსგავსი გარემო ინტროვერტებს მარგინალიზებულ ჯგუფად გვაქცევს: გარშემომყოფთა თვალში ჩვენ ექსცენტრული ადამიანები ვართ, რომლებიც ჩვენს მყუდრო ბუნაგებში ვიკეტებით. ამ დროს ჩვენ საათებს ვატარებთ სერიალების ყურებასა და წიგნების კითხვაში, ჩვენი ექსტროვერტი მეგობრები კი უშედეგოდ ცდილობენ ჩაწვდნენ იმას, თუ რა არის ასეთი სახალისო სახლში "ჩაჯდომაში".
5. სპონტანური სტუმრობა
ფოტო: 20th Television
ალბათ რთული წარმოსადგენი არაა, რომ საქართველოში მცხოვრები ინტროვერტი სპონტანური სტუმრობებითაც იტანჯება. შენ ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი გაქვს, ამ დროს კი კარზე დაუპატიჟებელი სტუმარი გიკაკუნებს და მთელ დღეს თავდაყირა გიყენებს.
როგორი რთულიც უნდა იყოს, ამ ფენომენთან შეგუება მაინც გვიწევს. საქართველო, ბოლო-ბოლო, სტუმარმასპინძლობის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ქვეყანაა. თუმცა, როდესაც მეგობრებისა და ახლობლების გაცილების წუთი მოდის, თუნდაც სასიამოვნოდ გაგვეტარებინოს დრო, მაინც შვებას ვგრძნობთ. არაფერი პირადული! ჩვენ, უბრალოდ, ერთი სული გვაქვს, ადამიანებისგან დაცლილ ჩვენს მშვიდ, ინტროვერტულ კომფორტს დავუბრუნდეთ.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა

კომენტარები