აშშ მუშაობს ლულის ავტომატურ სტაბილიზატორზე, რომელიც სამხედროებს სროლაში დაეხმარება
აშშ-ს არმია მუშაობს ლულის სტაბილიზატორზე მომავალი თაობის იარაღებისთვის, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დაარეგულიროს ლულის მოძრაობა, სროლის მომენტში — იუწყება Task & Purpose.
ლულის სტაბილიზატორი წარმოადგენს სამხედრო ძალების შემდეგი თაობის იარაღის (NGSW) გაუმჯობესების მცდელობას, რომელიც თავდაპირველად აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCOM) "Iron Man" პროექტის ნაწილი იყო. ეს პროექტი შეჩერდა 2019 წელს, თუმცა შთამბეჭდავი გარეგნობის სტაბილიზატორის კონცეფცია, შესაძლოა, ბრძოლის ველზე მაინც ვიხილოთ.
"Aim Control Enhancer" (ACE) შექმნილია ლულის სტაბილიზირებისთვის, ჯარისკაცის ნებისმიერი არასასურველი მოძრაობის შემთხვევაშიც კი.
"მომხმარებელი ირჩევს მიზანს ან მიმართულებას, შემდეგ კი სტაბილიზატორის სისტემა აორიენტირებს იარაღს სათანადო მიმართულებით", — ნათქვამია ACE–ს ხელშეკრულებაში. "ეს ტექნოლოგია მიზნად ისახავს, იარაღის არასტაბილურობის გამოსწორებას, რომელიც ვერ რეგულირდება ჯარისკაცის მიერ."
კონცეფცია თავდაპირველად შემუშავდა SOCOM–ის ტაქტიკური თავდასხმის პროექტის (TALOS) ფარგლებში, რომელიც უფრო ცნობილია როგორც "Iron Man" პროექტი. TALOS 2019 წლის თებერვალში დაიხურა, გამომდინარე იქედან, რომ SOCOM–ის ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ დააკმაყოფილა.
კომენტარები