ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ტალღებისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებითი საწოლფონდი იქმნება.

"რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. დღეს, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არაა, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება დამატებით 300-400 საწოლამდე", — განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგმება — ამ პრაქტიკის შენაცვლება საქართველოში კოვიდსასტუმროებით მოხდა.