პროდასავლურობაზე, გთხოვთ, ჩემთან მაინცდამაინც დიდ შეჯიბრს ნუ მოაწყობს ნურავინ — ზილფიმიანი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პალიტრანიუსი
საქართველოს პარლამენტის წვერის, დავით ზილფიმიანი საზოგადოებას სთხოვს, პროდასავლურობაზე მასთან შეჯიბრს ნუ მოაწყობენ.
"ჩემი ცხოვრების 35 წელი გავატარე წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. ვმუშაობდი NASA-ში, ევროპის კოსმოსურ სააგენტოებში, ოჯახი მყავს იტალიელები [...] ეს პოლიტიკანური თვისებებია, ისე საუბრობენ თავის კოლეგაზე, ან თუნდაც, უბრალოდ ადამიანზე, რომ მის ან წარსულს, ან ბიოგრაფიას, არც კი სწავლობენ. ეს უნდა დამთავრდეს. იმიტომ, რომ დააკვირდით რა ხდება, დღეს პოლიტიკოსებმა ისწავლეს არგუმენტებად მოსაზრების დადება. ეს მცდარი გზაა. არ შეიძლება არგუმენტი შენ საკუთარ მოსაზრებას ეფუძნებოდეს. არგუმენტი, აუცილებლად, უნდა ფაქტებს ეფუძნებოდეს. ამიტომ, ამ საკითხს მე ვხსნი და არავითარი, პროდასავლურობაზე, გთხოვთ, ჩემთან მაინცდამაინც დიდ შეჯიბრს ნუ მოაწყობს ნურავინ", — განაცხადა დავით ზილფიმიანმა პალიტრანიუსის ეთერში.
ზილფიმიანის თქმით, ის ადამიანები, ვინც მას იცნობს, არც საკუთარ თავს და არც თავად მას არ აკადრებენ პროდასავლურობაზე საუბარს. ზილფიმიანი თვლის, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი უაზრობაა.
"ვინც მიცნობთ და მიცნობენ, ისინი არც თავის თავს აკადრებენ და არც მე მაკადრებენ ჩემთან საერთოდ ჩამოაგდონ ლაპარაკი პროდასავლურობაზე. იმიტომ, რომ მრავალი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მაშინ როცა დასავლეთში სწავლობდა პროდასავლურობას, მე მაშინ მათ ვასწავლიდი პროდასავლურობას დასავლეთში. არასოდეს გამიჟღერებია ეს ფრაზა და არც ამბიცია მაწუხებს ამის, მაგრამ, ჩემთან ამ თემაზე უაზრობაა ლაპარაკი", — განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ზილფიმიანი საპარლამენტო არჩევნებში ღიად პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის მერვე ნომერი იყო. პარტიამ 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მის წევრთა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქმა, ზილფიმიანს შესაძლებლობა მიეცა პარლამენტის წვერი გამხდარიყო.
დღეს, 5 იანვარს, პარლამენტმა ზილფიმიანთან ერთად პატრიოტთა ალიანსის ორი ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო მანდატები სცნო. ისინი პარლამენტში უკვე შევიდნენ. პატრიოტთა ალიანსის სიით, მათთან ერთად პარლამენტის შევიდა ავთანდილ ენუქიძეც.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში არ შევიდა პატრიოტთა ალიანსის "რუსული შემადგენელი".
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
გაიგეთ მეტი:
- მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში — კობახიძე
- პატრიოტთა ალიანსის სამი ყოფილი წევრი პარლამენტში შევიდა — მათი მანდატები უკვე დაამტკიცეს
- პატრიოტთა ალიანსის წევრებმა — მიქაძემ, ინჯიამ და ზილფიმიანმა ცესკოს ადგილმონაცვლეობაზე მიმართეს
- თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში — ზილფიმიანი
- როგორ განმარტავენ ინჯია, მიქაძე და ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები