ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ხელფასის ასაღებად საფინანსო დეპარტამენტს მიმართავს — კობახიძე
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ქართული ოოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის საფინასნო დეპარტამენტს ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დეპუტატებს სურთ პარლამენტში შესვლა.
"ზოგიერთმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა კონკრეტულმა დეპუტატებმა. მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს აქვთ სურვილი [პარლამენტში] შემოსვლის. ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და ბუნებრივია საბოლოო ჯამში ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც განთავისუფლდება.
იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა, იმიტომ რომ მათი ანგარიშის მონაცემები ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს პარლამენტში. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად მათი მონაცემები არ ჰქონდა საფინანსო დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი მიმართავს ახლა საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით", — განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი გადალახეს ბოიკოტის რეჟიმში არიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, ამიტომ პარლამენტი ერთპარტიულია და მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. პარტიების უმეტესობამ მანდატებზე უარი თქვა და საპარლამენტო სიებიც ჩახსნა. დანარჩენები კი ფასილიტატორების ჩართულობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებენ მანდატებზე უარის თქმას ან პარლამენტში შესვლას.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წევრს პარლამენტის დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა. როგორც პარლამენტში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, ოფიციალურად, ჯერ კიდევ დეპუტატები არიან. ამიტომ, დაერიცხათ შესაბამისი ანაზღაურება.
პარლამენტში აცხადებენ, რომ ვისაც სურს უკან დააბრუნოს აღნიშნული თანხა, შეუძლია ის სახელმწიფო ხაზინაში დააბრუნოს და ამ ხელფასს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნეს. მათივე თქმით, ვისაც აღარ უნდა რომ დაერიცხოს დეპუტატის ხელფასი, წერილობით უნდა მიმართოს პარლამენტის შესაბამის სამსახურს
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.
გაიგეთ მეტი:
ოპოზიცის ნაწილს დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა, პარლამენტში განმარტავენ — რატომ
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
კომენტარები