ინვოისების მართვის პლატფორმა და აგრობარათი — დამატებითი ბენეფიტები ბიზნესკლუბის წევრებისთვის
სამყაროში, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე, ბიზნესი არაერთი დაბკოლების წინაშე დადგა და მათთვის მხარდაჭერა, სოციალიზაცია თუ ბიძგი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.
თიბისიმ, რომელიც მრავალი წელია, ბიზნესებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნავს, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ახლახან კიდევ ერთი ინიციატივა დანერგა — ეს ბიზნესკლუბია — სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესების განვითარებას, გაძლიერებას, კლუბის წევრებს შორის გამოცდილების მიმოცვლას, ფინანსურ და საგანმანათლებლო მხარდაჭერას. კლუბის წევრებისთვის გათვალისწინებულია როგორც საგანმანათლებლო კურსები, ინდივიდუალური კონსულტაციები თუ Q&A სესიები, ისე B2B შემოთავაზებები, სხვადასხვა სერვისებზე ფასდაკლებები, ქეშბექი თუ სხვა უპირატესობები. ბიზნესკლუბის შესახებ ჩვენ თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერს, ნათია ვაჭარაძეს ვესაუბრეთ.
ნათია ვაჭარაძე გვიყვება, რომ თიბისის ინოვაციური პროდუქტი — ბიზნესკლუბი ორ მიმართულებას აერთიანებს: საბანკო სერვისების ნაკრებსა და Add On-ებს — პერმანენტულად ფასდაკლებით სარგებლობას სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებზე. საბანკო სერვისების ნაკრები საბაზისო პროდუქტებისა და მომსახურების ერთობლიობაა. ის მოიცავს ბარათს, თანხის გადარიცხვას, განაღდებას, ინტერნეტბანკს, დიჯიპასსა და მრავალ სხვა პროდუქტს. იმისათვის, რომ კომპანია ან ფიზიკური პირი — მეწარმე, ბიზნესკლუბს შეუერთდეს, თიბისის სამი ნაკრებიდან ერთ-ერთის გამომწერი უნდა გახდეს. ამ მომენტიდან მას ბიზნესკლუბის ბენეფიტებით სარგებლობისსაშუალება ეძლევა.
Add On-ები კი დამატებითი, კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული პროდუქტებია, რომელთაც თიბისი ბიზნესებს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში დამატებით სთავაზობს. კლუბის წევრებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომია ორი Add On — invoice.ge-სა და აგრობარათის სახით.
invoice.ge — ინვოისების მართვის პლატფორმა
invoice.ge ინვოისების გამოწერების მოდულია, რომელიც ათასობით ბიზნესს ყოველდღიურ, რუტინულ საქმეს უმსუბუქებს. ინვოისების მართვის პლატფორმა მომხმარებლებს ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტურ კონტროლსა და რეპორტინგს უმარტივებს. ეს ბიზნესს საშუალებას აძლევს, გაწეული მომსახურების თანხა კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩაირიცხოს.
თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ინვოისინგის პრემიუმ პაკეტი 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდული თიბისის ინტერნეტ ბანკთანაა ინტეგრირებული, რითაც შესაძლებელი ხდება ინვოისების ავტომატურად განახლება, კომპანიის სახლზე გამოწერილი ინვოისების
რედაქტირება და გადახდა.
აგრობარათი ფერმერების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
აგრობარათი სპეციალურად აგრობიზნესში დასაქმებული ადამიანების, ფერმერების თუ მცირე ოჯახური მეურნეობების მფლობელების ყოველდღიურობის გამარტივებისთვის შეიქმნა. ფერმერებს ბარათზე ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი ენიჭებათ, რომლისთვისაც ყოველი წლის დასაწყისში ბანკში მისვლა არ დასჭირდებათ. ისინი ერთხელ დამტკიცებულ ლიმიტს ოთხი სამეურნეო წლის განმავლობაში გამოიყენებენ.
აგრობარათის შეძენა ბიზნესკლუბის წევრებს განსაკუთრებულ ფასად, თვეში 3 ლარად შეუძლიათ. ბარათის მეშვეობით ფერმერები წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავენ, შეიძენენ სათესლე და სარგავ მასალებს, შხამქიმიკატებს, საკვებს, ვეტპრეპარატებს ცხოვრელებისთვის თუ საწვავს. ამასთან, დაფარავენ მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯებს. შეთავაზებით აგრობარათის მფლობელები სასოფლო-სამეურნეო და აგრო მაღაზიებში ფასდაკლებებით სარგებლობასაც შეძლებენ.
ბიზნესკლუბი თვეზე მეტია, რაც შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ თიბისი ამ თუ სხვა პროდუქტებს მომხმარებლების უკუკავშირის, მოთხოვნილებებისა თუ ბაზრის ცვლილებების გათვალისწინებით ავითარებს. როგორც ნათია ვაჭარაძე ამბობს, ისინი მომავალშიც დააკვირდებიან მომხმარებლების საჭიროებებს, შესაბამისად, ამის მიხედვით დაამატებენ Add On-ებს და განავითარებენ კლუბის სხვადასხვა მიმართულებას.
როგორც ნათია აღნიშნავს, თიბისიში სურთ, ბიზნესკლუბი სამომავლოდ ერთგვარ სოციუმად გადაიქცეს, შეიქმნას კომუნა, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობითა და ცოდნის გაზიარებით კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ მიზნით მალე ჩამოყალიბდება ფეისბუქ ჯგუფი, რომელშიც ბიზნესკლუბის წევრები ერთმანეთს, პარტნიორებსა თუ პოტენციურ მომხმარებლებს დაუკავშირდებიან და ინფორმაციას გაუზიარებენ.
კომენტარები