პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დავებსაც მოიცავს
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი ერთი მოსმენით დაამტკიცა. რეზოლუციის პროექტს 81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავდა.
რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ ამოცანას დეოკუპაცია და დევნილთა დაბრუნება წარმოადგენს. პროექტი 16 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთი გულისხმობს, რომ საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ საერთაშორისო დავას, მასზე აქტიურ მუშაობას, სანამ საბოლოო წარმატება არ მიიღწევა. ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა მეგობარ ევროპულ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ ჩანაწერი. მესამე პუნქტი ამბობს, რომ NATO ქვეყნისთვის უალტერნატივო სივრცეა და ხელისუფლებას ავალებს, ქვეყანა მასში გასაწევრიანებლად მოამზადოს.
რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ისინი მოკლედ განიხილა:
- აშშ-სთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. სწორედ ამ ქარტიის სრულად ამოქმედებასა და გაღრმავებას ავალებს რეზოლუცია ხელისუფლებას. მათ შორის, აშშ-ს მეტ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. გარდა სხვა საკითხებისა, პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების ზრდა;
- პრიორიტეტულია, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი. მომდევნო 4 წლის განმავლობაში თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავება იქნება პრიორიტეტი;
რაც შეეხება ჩვენს მთავარ გამოწვევა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას — საქართველო გააგრძელებს რუსეთთან პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის წარმოებას. ამ პოლიტიკის ნომერ პირველი ამოცანა არის ოკუპაციის დასრულება და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება", — განაცხადა სამხარაძემ.
მან, აგრეთვე, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამხარაძემ აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტი, როგორც ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, გამოიყენებს რეგლამენტით მინიჭებულ ახალ ბერკეტებს და ეფექტიან ზედამხედველობას გაუწევს მთავრობას იმისთვის, რომ ეს გეგმები, რომლებიც დასახულია რეზოლუციაში, მომავალი 4 წლის განმავლობაში შესრულდეს.
24 დეკემბერს მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მომავალი მთავრობის პროგრამა წარადგინა. ასევე, გუშინ დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომლის ყველა წარმომადგენელი ქართული ოცნების წევრია.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
კომენტარები