"ვის ვუხდით ფულს?" — აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში გალის ბიუჯეტის შემცირება მოითხოვეს
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, შესაძლოა, ბიუჯეტი შეუმციროს. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატებმა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე რაიონების ბიუჯეტებში სუბსიდიების წილი განიხილეს. ეხო კავკაზას ცნობით, ყველაზე მწვავე დისკუსია გალის რაიონის ბიუჯეტმა და მისი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხმა გამოიწვია. რაიონში მცხოვრები 30 000 ქართველიდან აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე მხოლოდ 1 000-ია.
სხდომაზე ნატალი სმირი დაინტერესდა, თუ, რამდენი აფხაზეთის მოქალაქე ცხოვრობს გალის რაიონში. პასუხის მიღების შემდეგ კი იკითხა: "ვის ვუხდით ფულს?" მეუხერხულება, რომ გეკითხებით", — განაცხადა სმირმა.
გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალის ბიუჯეტის შემცირება მიწის გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინიციატივით, გალის რაიონული კრების 2003 წლის გადაწყვეტილება გააუქმდა, რომლის მიხედვით, გალის რაიონის მცხოვრებლები აფხაზეთის სხვა რაიონების მოსახლეობისგან განსხვავებით, მიწის გაორმაგებულ გადასახადს იხდიდნენ.
კონსტანტინე ფილიას თქმით, თუ პასპორტების მიხედვით იმსჯელებენ, გამოდის, რომ ბიუჯეტი გალის რაიონს საერთოდ არ სჭირდება. მან სხდომაზე აფხაზ დე ფაქტო დეპუტატებს უთხრა, რომ ცენტრალური ბიუჯეტის ფული მთლიანად ხელფასებსა და საბავშვო ბაღების კვებაში იხარჯება. უშუალოდ გალის რაიონის შემოსავალი კი 42 მილიონი რუბლია [570 000-მდე აშშ დოლარი].
დე ფაქტო პარლამენტის ცნობით, მომდევნო წლის გალის რაიონის ბიუჯეტი 231 მილიონი რუსული რუბლია, რაც, დაახლოებით, 3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აქედან, მათი ინფორმაციით, 190 მილიონი ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება.
აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონში არსებული ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა წლებია საერთაშორისო და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანია. გალის რაიონში მცხოვრებლებს პერიოდულად ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, არაა დაცული მათი საკუთრების უფლება, მათ მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობაც არ აქვთ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გალელ ქართველებს საკუთარ მიწაზე ცხოვრებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული საბუთი დასჭირდათ. იმის გამო, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურმა მხარემ მათზე ბინადრობის ნებართვის გაცემა დაიწყო.
ბინადრობის დოკუმენტის აღება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და რომელიც გალელ ქართველებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცევს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მის მიღებას აფხაზური მხარე გალელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ან მეგრული გვარის აფხაზურად გადაკეთების სანაცვლოდაც სთავაზობს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები