კომპანია Google-ის მიერ შექმნილი უფასო ელექტრონული ფოსტა Gmail მოულოდნელად გაითიშა, მომხმარებლები ელექტრონულ ფოსტაში შესვლას ვერ ახერხებენ, პრობლემები Google Drive-საც შეექმნა, 3:53 წუთზე უკვე მომხმარებლები ვეღარ ახერხებდნენ მყარი დისკის გამოყენებას და ფაილებზე წვდომას.

პრობლემა დღეს 3:39 წუთზე გამოვლინდა მიზეზი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს მოწინავე ელექტრონული ფოსტა გაითიშა, DownDetector-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს Gmail-ის მომხმარებლებს მსოფლიოს მაშტაბით შეექმნათ წვდომის პრობლემა.

პრობლემები აქვს Google Drive-საც, Gmail-ის გათიშვიდან 14 წუთში, Drive-იც გამოვიდა მწყობრიდან, უკმაყოფილო მომხმარებლები პრეტენზიებს გამოთქვავენ კომპანიის მიმართ, კომპანია Google-ის მსგავსი დონის ხარვეზის მიზეზი, ჯერ კიდევ უცნობია.

ფოტო: Downdetector

დღეს მაქვს პრეზენტაცია და, რა თქმა უნდა, წვდომა არ მაქვს ჩემს ფაილებზე — წერს იმედგაცრუებული მომხმარებელი DownDetector-ზე.

ჯერჯერობით, Google-ს არ გაუკეთებია განცხადება ამ ხარვეზების თაობაზე, თუმცა ფაქტი ცალსახაა, მომხმარებლები Google-ის სერვისების გამოყენებას ვერ ახერხებენ.