რა დანიშნულება ჰქონდა საშობაო მორთულობას და სახლში შემოყვანილ ნაძვის ხეს? — მოკლე ისტორია
ფოტო: culture trip
სადღესასწაულო გაწყობის მარტივ გამოხატულებას — საახალწლო მორთულობას სინამდვილეში საკმაოდ ბუნდოვანი ისტორია აქვს. ორნამენტები, რომლებიც პირველად, სავარაუდოდ, მე-16 საუკუნის გერმანიაში გამოჩნდა, დღევანდელი დეკორაციებისგან სრულიად განსხვავდებოდა.
სინამდვილეში, საშობაო ნაძვის ხის სახელით ცნობილი სადღესასწაულო დეკორაცია ქრისტეშობამდე ბევრად ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს. სხვადასხვა მტკიცებულების თანახმად, სახლის მარადმწვანე მცენარეებით მორთვა ზამთრის ნაბუნიობის პერიოდში ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს ახასიათებდათ. მარადმწვანე სიცოცხლის არსებობა ზამთრის სუსხიან დღეებსა და გრძელ ღამეებში მათთვის მანუგეშებელი იყო. მსგავსი დანიშნულება ჰქონდათ ამ მცენარეებს დრუიდების, რომაელებისა და ვიკინგების ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებულ წარმართულ რიტუალებშიც.
თანამედროვე საშობაო ნაძვის ხის "ფესვები" მე-16 საუკუნის გერმანიაშია, სადაც საეკლესიო წარმოდგენებში "სამოთხის ხეებად" მცირე ზომის მარადმწვანე მცენარეებს სანთლებით, ვაშლებით, თხილითა და კენკრით რთავდნენ. დროთა განმავლობაში ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა მორთული ხეები სადღესასწაულო პერიოდში სახლებშიც შეიტანეს. შედეგად, ტრადიცია, რომელიც ქრისტიანულ რიტუალად იქცა, ევროპის მასშტაბით გავრცელდა.
Glade jul (ბედნიერი შობა), ვიგო იოჰანსენის ნამუშევარი (1851-1935)
ფოტო: WikiCommons
მე-18 — მე-19 საუკუნეებში გერმანელმა მიგრანტებმა საშობაო ნაძვის ხის მორთვის პრაქტიკა ამერიკაში ჩაიტანეს, სადაც პურიტანულმა რელიგიურმა ჯგუფებმა ის, მისი წარმართული საწყისებიდან გამომდინარე, უკუაგდეს. ამგვარად, სანამ აშში-ში ფართოდ გავრცელდებოდა, გერმანული წარმოშობის მცირე დასახლებებში მე-18 საუკუნის 50-იან წლებში ნაძვის ხეს მაინც რთავდნენ.
მარცხნივ: The Illustrated London News-ში გამოქვეყნებული ფოტო, დედოფლის საშობაო ნაძვის ხე უინძორების სასახლიდან.
მარჯვნივ: აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონსონის ადმინისტრაცია, თეთრი სახლის საშობაო მისალოცი ბარათი, 1967 წელი
ფოტო: WikiCommons
1840-იანი წლების ბოლოს დედოფალი ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულმა სურათმა, რომელშიც ის თავის გერმანელ ქმართან, პრინც ალბერტთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შობას მორთული მარადმწვანე ხის გარშემო აღნიშნავს, ეს პრაქტიკა "მოდურად" გადააქცია და ის შეძლებულმა ამერიკელებმა სწრაფად აითვისეს. ორნამენტების კომერციული პოტენციალი მალევე გამოიყენეს ადგილობრივმა ბიზნესებმაც.
ფოტო: The Culture Trip
1890-იანი წლებისთვის ვულვორსის მაღაზიათა ქსელმა აშშ-ში გერმანიიდან იმპორტირებული 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტყვიისა და ხელნაკეთი მინის ორნამენტები გაყიდა. დროის სვლასთან ერთად ნაძვის ხის დეკორაციები უფრო მეტად დაიხვეწა და მის დასამზადებლად ახალი მასალების — მბზინავი ქსოვილის, აბრეშუმისა და შალის გამოყენება დაიწყეს.
ხელნაკეთი ორნამენტების სამშობლო — გერმანია, მოულოდნელად იაპონურ და აღმოსავლეთ ევროპულ მასობრივ პროდუქციასთან შევიდა კონკურენციაში, რადგან საშობაო მორთულობის წარმოება მსოფლიო მასშტაბით დაიწყეს. 1930-იანი წლებისთვის აშშ-ში 250 ათასზე მეტი ორნამენტი ჩაჰქონდათ.
ფოტო: The culture Trip
1973 წელს ჰოლმარკმა "Keepsake"-ის სახელით ცნობილი საკოლექციო ორნამენტები წარადგინა. პირველი კოლექცია მოიცავდა მინის ბურთებს, რომელთაც ძაფისგან შექმნილი პატარა ფიგურები ამშვენებდა. ყოველ მომდევნო წელს ის შეზღუდული რაოდენობის საკოლექციო ხაზს უშვებდა.
დღეს საშობაო ნაძვის ხეს რელიგიური დანიშნულება აღარ აქვს. ის სრულად საერთო-კულტურული ზამთრის ტრადიცია გახდა. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა რწმენის მქონე ოჯახები წლის ამ განსაკუთრებულ პერიოდს და ნაძვის ხის აწყობის "რიტუალს" მოუთმენლად ელიან.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
კომენტარები