კუბლაშვილი ფინანსურად გვეხმარებოდა, მაგრამ ატოცში რუსებს ტრაკი რომ ვანახეთ, შეგვიწყვიტა — ჯაფარიძე
ფოტო: On.ge/გვანცა სეთურიძე
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, პავლე კუბლაშვილი პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა. თუმცა ჯაფარიძის თქმით, კუბლაშვილმა დაფინანსება გირჩს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ატოცში რუს ოკუპანტებს ტრაკი აჩვენეს.
"ჩემი მეგობარია პალიკო კუბლაშილი, რომელსაც 7 წელია ვიცნობ. ნაციონალური მოძრაობიდან ერთად წამოვედით. ის გირჩს ფინანსურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეხმარებოდა. შემდეგ შეწყვიტა და ამის მიზეზი იყო ატოცის ამბავი. აი, რომ ჩავიხადე და ტრაკი ვანახე რუსებს. მაგრამ ის არის ჩემი მეგობარი", — ამბობს ჯაფარიძე გირჩი TV-ს ეთერში.
მისივე თქმით, მას შემდეგაც გირჩს დასჭირდა ფინანსური დახმარება, რაზეც კვლავ სთხოვა კუბლაშვილს დახმარება და მანაც ისევ მისცა ფული.
რა მოხდა გირჩში
4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა, სადაც არ გაუვრცელებია დამატებითი განმარტებები იმის შესახებ, რა გახდა დაშლის მიზეზი.
მომხდარს გამოეხმაურენ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯაფარიძის განცხადება მოულოდნელი იყო. ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაქვიაშვილის თქმით კი, არც გირჩი წარმოუდგენია ჯაფარიძის გარეშე და არც ის, რომ ზურა მათ გააგდებს.
უკვე 5 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს სურთ მხოლოდ სახელის და Facebook გვერდის დატოვება, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ. თუმცა, ჯაფარიძე წერს, რომ ამ შეთავაზებაზე ურჩიეს "დაოკებულიყო" და თავისი ნებით წასულიყო, ასევე დაემუქრნენ, რომ "განადგურდებოდა". ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში, გირჩის ბაბლში დაწერა.
- ბევრი წელი არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ველოდი — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- მეც იგივე მაინტერესებს, რაც ჟურნალისტებს, მეც მინდა გავიგო — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა და გარკვეული "ცენზურა" სცადა
- მე საიდან უნდა წავიდე? მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ — ხვიჩია გირჩზე
მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად აიაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები