ახლა მენტალური სიძლიერის ჟამია — რას ელოდები?
2020 ცვლილებების, დაუგეგმავი გამოწვევების და იქამდე არსებული ყველა მიზნის გადახედვის წელი აღმოჩნდა. ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილებისა და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების შესრულება საეჭვო გახდა, რადგან მანამდე თუ მონდომება, ცოტა გამართლება და სულ ცოტა მოთმინება გვჭირდებოდა, ახლა დიდი მოთმინება და, ბევრი შეზღუდვის პირობებში, ახალი გზების ძიება გახდა საჭირო. ჩვენ ყოველდღიურად გმირებად ვიქეცით, რომლებსაც სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, ყველა ძველი წესის დავიწყება და ახალი ჩვევების დამკვიდრება მოგვიწია.
სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები თუ ყურსასმენები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ვმუშაობთ და ვსწავლობთ დისტანციურად, ტექნოლოგიურ სიახლეებს ფეხი ავუწყეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში ტექნიკის მეტ ჩართულობას შევეჩვიეთ და მიზნების შესრულებისთვის გამოვიყენეთ ეს ცვლილება.
მართალია, ამ წელმა ბევრი სასიამოვნო თავგადასავლით არ გაგვანებივრა, თუმცა, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, როცა ზურგს პასუხისმგებლიანი, შეგნებული ადამიანების არმია გიმაგრებს. როგორი გამოწვევებით სავსეც არ უნდა ყოფილიყო 2020, უნდა გვახსოვდეს, რომ უარესებიც გადაგვიტანია და როგორც ამ ვიდეოში ზუმერის გოგო ამბობს, "ახლა მენტალური სიძლიერის ჟამია":
მართალია, ბოლო დროს მთელი კვირის სტრესს პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად გართობით ვეღარ ვიშორებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების დადებით განწყობაზე დაყენება სულ რამდენიმე სიტყვითაც შეიძლება. მთავარია, გვახსოვდეს, რომ დრო გადის და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო საქმე გვაქვს მოსასწრები.
ზუმერმა წინასაახალწლო რეკლამაში შეგვახსენა, რომ მენტალურად გატყდომის დრო არ გვაქვს. ახლა ტექნოლოგიური გადაწყობის ერაში ვართ და ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო ონლაინ ადაპტაციას გადის — სწავლაც გაციფრულდა და სამსახურებიც. თუმცა ეს გამოწვევაზე მეტად ახალი შესაძლებლობაა — მთავარია, ციფრულ ერას ტექნიკურად აღჭურვილი შეხვდე.
ამგვარად, სწორედ ახლა არის საჭირო აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნება და განვითარებაზე, მუდმივ პროგრესზე ფიქრი. ახალი პროფესიის შესწავლა გინდოდათ? ან კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდით? ამის მიღწევა შესაძლებელია.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებული გამოწვევები ერთ დღეს უკვალოდ შეიძლება არ გაქრეს, ამიტომ ახალ წელს ახალი ძალებით დავხვდეთ და არსებულ რეალობაში მუდმივად უნდა ვეძებოთ გზები, რომლებიც გაგვაძლიერებს.
ჰოდა, რას ელოდები?
კომენტარები