ევექსი ჰოსპიტლები: სრულად მობილიზებულები ვართ, სამედიცინო რესურსების დამატებას განვაგრძობთ
ფოტო: ევექსი
ევექსი ჰოსპიტლები პანდემიის ფონზე შექმნილ ჯანდაცვის გამოწვევებთან გასამკლავებლად რესურსების სრულ მობილიზებას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.
ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ჰოსპიტალურმა ქსელმა საწოლფონდის რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დამატებით 180-ით გაზარდა და კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლას 13 ჰოსპიტალში 1 100-ზე მეტი საწოლითა და 5 500 გადამზადებული სამედიცინო/ადმინისტრაციული პერსონალით განაგრძობს. ქსელის მასშტაბით კოვიდ-პაციენტების მკურნალობაში ჩართულ კლინიკებს უკვე შეუერთდნენ ახალციხის, ხაშურის, თელავის რეფერალური ჰოსპიტლები, ასევე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი.
კოროპორაციის ინფორმაციით, არაინფიცირებული პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტ ხელმისაწვდომობას კი ქსელის 3 მსხვილი და მრავალპროფილური კლინიკა უზრუნველყოფს: კავკასიის მედიცინის ცენტრი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების გეგმიურ და გადაუდებელ რეჟიმში მიწოდებას 2 500 მედპერსონალითა და 850-მდე საწოლით განაგრძობენ. მიუხედავად არაინფექციური პროფილისა, აღნიშნული ჰოსპიტლების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებებში ყოველდღიურად ხდება კოვიდინფიცირებული პაციენტების დროული იდენტიფიცირება და მათი უსაფრთხო ტრიაჟი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ინფექციების მართვის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ევექსი ჰოსპიტლების განცხადებით, ქსელში თერაპიული საწოლების ინტენსიური მიმართულებით გადაკეთების დამატებითი რესურსები არსებობს, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია და ამაზე ჰოსპიტალური ქსელი მუდმივ რეჟიმში მუშაობს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკვე გამოყოფილი რესურსების ეფექტურად გამოყენება და კლინიკური სასტუმროების რესურსების მაქსიმალურად ათვისება, რათა ჰოსპიტალური სერვისის მიღება მოსახლეობის იმ ნაწილმა შეძლოს, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება.
ევექსი ჰოსპიტლები მადლობას უხდის როგორც ქსელის თითოეულ მედპერსონალს, ასევე - სრულიად საქართველოს ექიმებს, მედდებსა და სანიტრებს.
"დღეს ყველაზე მეტი მხარდაჭერა და გამხნევება მათ სჭირდებათ, რადგან სწორედ ისინი დგანან ფრონტის წინა ხაზზე და ათასობით მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან", — აღნიშნულია კორპორაციის განცხადებაში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები