Google-მა ინფორმაციის შენახვის ახალი პოლიტიკა დააანონსა. თუ დროდადრო არ შეამოწმებთ Google Drive-ის ფაილებს, ისინი შეიძლება წაიშალოს. Google ამ გზით ცდილობს დიდი ხნის მიტოვებული ექაუნთები ფაილებისგან გათავისუფლდეს.

"ჩვენ გთავაზობთ სამომხმარებლო ანგარიშების ახალ პოლიტიკას. ეს ეხება მათ, ვისაც არააქტიური ინფორმაცია აქვს Gmail-ზე, Drive-ზე (Google Docs, Sheets, Slides, Drawings, Forms და Jamboard ფაილების ჩათვლით). ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უკეთ გავითვალისწინოთ საერთო ინტერესები”, — განმარტავს Google. ”თუ ორი წლის განმავლობაში არააქტიური ხართ ჩამოთვლილ სერვისებში, Google-მა შეიძლება იქ ატვირთული ინფორმაცია წაგიშალოთ."

აღსანიშნავია, რომ Google ამჟამად არ გეგმავს თქვენი ფაილების წაშლას. ის დროს გვაძლევს და გვაფრთხილებს, რომ ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გვაქვს.

Google ამბობს, რომ მივიწყებულ ფაილებს ყურადღებით გაეცნობა და მხოლოდ ასე მოხდება მათი წაშლა. მეორე მხრივ კი, საბედნიეროდ, არსებობს Google-ის მიერვე მოწოდებული გზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა.

"თქვენი მონაცემების აქტიურად შენარჩუნების უმარტივესი გზაა ინტერნეტით ან Google ის ოფიციალური აპლიკაციით პერიოდულად ეწვიოთ Gmail-ს, Google Photos-სა და Google Drive- ს (ან / პროგრამებს, როგორიცაა Google Docs, Sheets, Slides, Drawings, Forms, Jamboard და Sites)“,— განმარტავს Google. გაითვალისწინეთ, საუბარია „ოფიციალურ Google აპლიკაციაზე".

Google ასევე აცხადებს, რომ ის გააფრთხილებს მომხმარებლებს "ელ.ფოსტისა და შეტყობინებების გამოყენებით", სანამ მათ დოკუმენტებს წაშლის. გაფრთხილება მოხდება, "მინიმუმ სამი თვით ადრე".

ამ ყველაფრით Google გვეუბნება, რომ მას აღარ სურს ჩვენი ინფორმაციის სამუდამოდ შენახვა. ამიტომ, დარწმუნდით, რომ საჭირო ფაილებს ხშირად უბრუნდებით, თორემ Google–მა შეიძლება "არასაჭირო" ინფორმაცია თავად წაგიშალოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.