დიღომი 7, დიღომი 8 და დიღომი 9 აფეთქებას გადაურჩა — თბილისი ენერჯი
ფოტო: თბილისი ენერჯი
თბილისი ენერჯის განცხადებით, კომპანია დიღომი ვილა გაზმა უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა. მათივე ცნობით, უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა.
"უკანონო სამუშაოების შედეგად, თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა, რამაც თავის მხრივ ქსელის დაზიანების გარდა, აფეთქების საშიშროება შექმნა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა", — აცხადებენ თბილისი ენერჯიში.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში სასწრაფო წესით 2 000-მდე აბონენტს შეუწყდა. თბილისი ენერჯიში ამბობენ, რომ ამ დროისათვის გაზმომარაგების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოების წარმოებაა საჭირო, რათა გაზის მიწოდება გაზის მეურნეობაში მოქმედი რეგლამენტების შესაბამისად აღდგეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე სრულად მობილიზებულია თბილისი ენერჯის სპეციალისტები და გაზმომარაგების აღსადგენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისი ენერჯი, ასევე, მოსახლეობას მოუწოდებს გაზის ონკანი გადაკეტონ და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით თბილისი ენერჯის შეტყობინებას დაელოდონ.
კომპანია დიღომი ვილა გაზში აცხადებენ, რომ თბილისი ენერჯის ბრალდება სრული დეზინფორმაციაა. დიღომი ვილა გაზში On.ge-ს უთხრეს, რომ დიღომი 7, 8, 9, 10-ის დასახლებაში გაზის განაწილების უფლება უზენაესი სასამართლოს განჩინებითა და სემეკის გადაწყვეტილებით მათ კომპანიას აქვს.
"ჩვენი ქსელები უკანონოდ აქვთ მიტაცებული წლებია და დღესაც განაგრძობენ ძალადობას. ხელოვნურად ქმნიან დაძაბულ ფონს. დავა გვქონდა 6 წლის განმავლობაში, რაც დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ემორჩილებიან", — განაცხადეს კომპანიაში.
მათივე თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თბილისი ენერჯის პასუხს კანონის სრული სიმკაცრით მოთხოვენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები