კოსმოსში გადაღებული პირველი სელფი აუქციონზე გაიყიდება
სააუქციონო სახლი Christies's London კოსმოსში გადაღებულ პირველ სელფს ყიდის. სელფი 1969 წელს, ბაზ ალდრინის მიერ, აპოლო 11-ის მისიის დროსაა გადაღებული. ამჟამად, ფოტოს ფასი 4 ათას დოლარს შეადგენს.
აუქციონი, ასევე, ნილ არმსტრონგის მთავრეზე გადადგმული ნაბიჯების ერთადერთ ფოტოსაც ითვალისწინებს და "დედამიწის ამოსვლას", სადაც დედამიწა მთვარის ზედაპირიდანაა გადაღებული.
"კამერების წყალობით, ასტრონავტები ხელოვანებად იქცნენ, რომლებმაც კოსმოსის სილამაზის აღბეჭდვა შეძლეს და ამ ფაქტით სამყაროში ჩვენი ადგილის შესახებ ჩვენი წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალეს", — ნათქვამია სააუქციონო სახლის რელიზში, — "ეს კოლექცია NASA-ს ფოტოებს შორის ყველაზე მეტად დახვეწილი და ყოვლისმომცველია".
ხელოვნების ნიმუშების შემგროვებელმა ვიქტორ მარტინ-მალბურეტმა 15 წლის განმავლობაში 2 400-ზე მეტი ფოტო შეაგროვა და ისინი მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. როგორ შეიძინა მან ეს ფოტოები ან რატომ ყიდის მათ ახლა, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია.
"ასტრონავტები ხშირად წარმოდგენილები არიან, როგორც დიდებული მეცნიერები და გმირები, თუმცა ისინი ნაკლებად არიან დაფასებულები როგორც განსაკუთრებული ფოტოგრაფები", — ნათქვამია განცხადებაში.
კოლექციის სხვა ფოტოები მთავრის შორეული მხარის პირველ ფოტოს, კოსმოსში გაგზავნილი პირველი ძაღლის, ლაიკას ფოტოს, კოსმოსიდან გადაღებულ მთლიანი დედამიწის ფოტოებსაც მოიცავს.
კომენტარები