იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? — ჯაფარიძე ვაშაძეზე
ფოტო: On.ge/დარინა ქამადაძე
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ, თითქმის, მომზადებული მოლაპარაკებები ჩაიშალა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აპირებდა გაურკვევლობაში დარჩენასა და თვალთმაქცობას.
"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი-2-ზე, ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი-2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული. ის ლიდერი კი — საჯაროდ ჯვარცმული", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდთან ოპოზიციის ფასილიტატორების ჩართულობით "თითქმის მომზადებული" მოლაპარაკებები ჩაიშალა. ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ კითხვას, რითი იყო განპირობებული განცხადების გავრცელება.
"ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ, ჩაიშალა", — განაცხადა ვაშაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში რომლის ნაწყვეტი ტელეკომპანიამ წინასწარ გამოაქვეყნა.
მან არ დაასახელა დიპლომატები, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ამის ნებართვა არ აქვს. თუმცა, მისი თქმით, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა.
"რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს შველის. ყველა დამნაშავე არის, აბსოლუტურად. როგორც დიპლომატიური პროცესი იწყება, ისე უნდა დაიწყოს. არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, მედიატორები, ფასილიტატორები, თუ გნებავთ", — განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა დიპლომატების მზაობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ვაშაძე პასუხობს:
"ამ წუთში უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ყველაფერი მომზადებული იყო და რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, დიდი ბოდიში, მინდა ყველას ვუთხრა და ჩემს თავსაც გავუმეორო, რომ ეს ადამიანები თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ ყველა აბსოლუტურად ხართ ერთნაირი", — განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, რა არის გამოსავალი, ვაშაძე პასუხობს, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელება და პარალელურად, პოლიტიკური კომპონენტი — დიალოგი.
"ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით, თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ხელისუფლება გვეუბნება, ნორვეგიაში და ხელისუფლებაში ცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. გამოსავალი რა არის აქედან? თურქმენიზაცია ხელისუფლების და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ეს არის, ესე წარმოგვიდგენია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი?"
კითხვაზე, რა იგულისხმება მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში, ვაშაძე პასუხობს:
"წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში სიცივეში, უკვე ყინვაში, ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენეთ", — განაცხადა მან.
10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.
ვაშაძემ თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტებები გაავრცელა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
"დამატებით განვმარტავ:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", — წერს ვაშაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე, გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.
-
როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს
გადახედვა
-
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
-
"მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება? "მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება?
გადახედვა
-
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
-
5 მულტფილმი, რომელთა სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს 5 მულტფილმი, რომელთა სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს
გადახედვა
-
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
გადახედვა
-
ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში
-
ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა
გადახედვა
-
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აშშ-ში საქართველოს გავლით გაიქცა Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აშშ-ში საქართველოს გავლით გაიქცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები
-
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს
გადახედვა
-
ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება
გადახედვა
-
დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ
გადახედვა
-
ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა
-
"სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე "სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება
გადახედვა
-
ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა
გადახედვა
კომენტარები