ევექსი ჰოსპიტლებმა აჭარაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლების რაოდენობა გაზარდა
ფოტო: ევექსი
ევექსი ჰოსპიტლებმა აჭარის რეგიონში კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლთა რაოდენობა გაზარდა. დღეის მდგომარეობით მას ქობულეთსა და ბათუმში უკვე 178 პაციენტის მიღება შეუძლია.
ბათუმში ინფიცირებული პაციენტების მართვაში 108 საწოლით ორი მძლავრი ჰოსპიტალი ჩაერთო. დღეიდან, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ზრდასრულ კოვიდ დადებით პაციენტებს, ხოლო იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი პედიატრიული ასაკის ინფიცირებულებსა და მათ თავმდგმურებს მოემსახურება.
ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო ცენტრები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს.
ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხო ტრიაჟისთვის, სამედიცინო ცენტრებში გამოიყო დამოუკიდებელი შესასვლელები, მოეწყო იზოლირებული საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები. ჰოსპიტლებში ინფიცირებულთა მკურნალობაში COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადებული მედპერსონალი ჩაერთო. საჭიროების შემთხვევაში, კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის ჰოსპიტლებში ჩატარდება გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებები როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულებით.
ევექსი ჰოსპიტლების მიერ 70 საწოლზე გაშლილი ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე თვეზე მეტია ჩართულია კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, სადაც წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 200 პაციენტი.
ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ საწოლფონდის გამოყოფის რიგით მე-7 ეტაპი. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჰოსპიტალური ქსელი 871 საწოლით არის ჩართული.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები