მომხმარებელი მალე Samsung Galaxy S21-ის შეძენას შეძლებს
რა უნდა ვიცოდეთ:
- Samsung Galaxy S21 2021 წლის 14 იანვრიდან გაიყიდება;
- მას უნიკალური ქეისი ექნება, რომელიც სმარტფონის ერთ კუთხეს საერთოდ არ ფარავს;
- ჯერჯერობით გაუგებარია, ეს ქეისი ოფიციალურად Samsung-ს ეკუთვნის, თუ არა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy S21 ის გაყიდვა 2021 წლის 14 იავრიდან იგეგმება. ამ ამბავს სულ რაღაც ორი თვე გვაშორებს და ინტერნეტში Galaxy S21-ის სურათები უკვე გამოჩნდა.
საკმაოდ ცნობილმა "გამომჟღავნებელმა" - Ice universe-მა (იგივე @UniverseIce) ტვიტერის საშუალებით, Galaxy S21-ის პოტენციური ქეისების ფოტოები გააზიარა. აღნიშნულ ქეისებს უნიკალურს ხდის მათი გამორჩეული დიზაინი და ფუნქციები.
როგორც ხედავთ, სმარტფონის მთელი კუთხე დაუფარავია და, შესაბამისად, საკმაოდ მოწყვლადი გარე დაზიანებების მიმართ. ქეისის დიზაინი არამხოლოდ ძალიან უცნაურაია, იგი ასევე არაეფექტური და არაგონივრული არჩევანია, ვინაიდან მასში ეს ძვირადღირებული ტექნოლოგია არც ისე უსაფრთხოდ გამოიყურება.
როგორც აქამდე Steve Hemmerstoffer-ის, იგივე @OnLeaks-ის ტვიტიდან გავიგეთ, ამ ქეისების უცნაურობა შეიძლება თვითონ სმარტფონის უჩვეულო და ექცენტრიულ დიზაინს მივაწეროთ.
ფოტოებიდან ვხედავთ, რომ Galaxy S20-თან შედარებით Galaxy S21-ის დიზაინში ბევრი ცვლილებაა შეტანილი. ახალი სმარტფონის მთელი კუთხე, სადაც კამერების სისტემაა განთავებული, შუშით იქნება დაფარული. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მეწარმეებს მოუწიათ უცნაური არჩევანის გაკეთება, რათა ქეისი რამენაირად სმარტფონისთვის მოერგოთ.
ვინაიდან ჯერ არ ვიცით, ეს ფოტოები ოფიციალურად Samsung-ს ეკუთვნის თუ არა, იმედია, 14 იანვრამდე უფრო უსაფრთხო ქეისებსაც ვიხილავთ.
S21 სერიის დეტალები და ფუნქციები გარკვეულწილად შეიძლება შეზღუდული იყოს, თუმცა უკვე ვიცით, რომ Galaxy S21 Ultra-ს ექნება 6.8 ინჩიანი ეკრანი, 5,000 mAh ელემენტი და 108MP პირველადი უკანა კამერა.
კომენტარები