90 საჩივარია შემოსული, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებზე — ცესკო
ფოტო: On.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა — ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 % იყო, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.
გარდა ამისა, ანა მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა საოლქო საარჩევნო კომისიებში, 15 საათის მონაცემებით შესული საჩივრების რაოდენობაზე:
„რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დაღვევა და სხვა. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, — განაცხადა პრეს-სპიკერმა.
ჟურნალისტების კითხვებზე კოვიდინფიცირებულების, იზოლაციასა და ავღანეთში მყოფების ხმის მიცემის მიმდინარეობის შესახებ ანა მიქელაძემ უპასუხა, რომ ხმის მიცემის პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს:
"დილიდანვე 311 გადასატანი ყუთი გავიდა სპეციალური საარჩევნო უბნებიდან და ხმის მიცემის პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს. ავღანეთში ერთ საარჩევნო უბანზე უკვე დასრულებულია ხმის მიცემის პროცესი, მეორე საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და 8 საათის შემდეგ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, იქაც დაიწყება ხმების დათვლის პროცესი".
ცესკოს პრეს-სპიკერს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, მოქალაქეების მხრიდან 50 ლარის აღების შესახებაც. ჟურნალისტთა თქმით, აღნიშნულს მოქალაქეები კონფიდენციალურად ადასტურებენ.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ ვფლობთ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, თუკი მსგავსი შემთხვევები არსებობს, ამას სჭირდება შესაბამისი ფაქტებით დადასტურება. საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცდება არსებული, ჩვენი უფლებამოსილება არ არის, თუმცა თუ მსგავსი ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ რომ შესაძლებელი იქნება შესაბამისი ფაქტების შესწავლა და რეაგირების მოხდენა. საარჩევნო უბნებზე მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა".
ჟურნალისტების კითხვაზე, ზუსტად იცის თუ არა ცესკოს პრეს-სპიკერმა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა ანა მიქელაძე პასუხობს: "ჩვენ რასაც ვფლობთ ინფორმაციას, კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო უბანზე, სადაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი და სადაც ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება, იქ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა".
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
-
მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
კომენტარები