Mastercard აზიის რეგიონში ბიომეტრიული ბარათებით გადახდის სისტემას ტესტავს
Mastercard აზიის რეგიონში საპილოტედ ბიომეტრიული ბარათებით გადახდის სისტემა დანერგა, რომელიც ტრანზაქციის დადასტურებისთვის ტერმინალზე თითის ანაბეჭდს იყენებს.
Mastercard ამ მიმართულებით დამატებითი იდენტიფიკაციის კომპანია Idemia-სთან და სინგაპურულ ფინტექ სტარტაპ MatchMove-თან თანამშრომლობს. MatchMove საბანკო მომსახურების ერთ-ერთი პროვაიდერია, რომელიც ცნობილია სახელით F.CODE Easy.
Idemia-ს მიერ შექმნილი უელემენტო ბარათი ენერგიას გადახდის ტერმინალებისგან იღებს, რათა ბარათმა თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული მონაცემების გაგზავნა შეძლოს — აღსანიშნავია, რომ ბიომეტრიული მონაცემები არა ცენტრალურ სერვერებზე, არამედ უშუალოდ ბარათზე ინახება.
MatchMove სინგაპურში საბანკო ოპერირების ლიცენზიის მიღების მსურველებს შორის ერთ-ერთია და იგი საკუთარი ბიომეტრიული ბარათების პირველ პარტიას მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში გამოუშვებს. საპილოტე პროექტის ტესტირებაში მონაწილეობას Mastercard-ის, Idemia-სა და MatchMove-ის თანამშრომლები მიიღებენ.
MatchMove-ის მთავარი კომერციული დირექტორი, ამარ აბროლი აცხადებს, — „F.CODE Easy-ის საშუალებით, ახალი გადახდის სისტემის გამოყენების რამდენიმე სცენარის განვითარებაზე ვმუშაობთ. ეს პროდუქტი როგორც მომხმარებლებისთვის, ისე პროვაიდერებისა და პარტნიორებისთვის უაღრესად სასარგებლო და ღირებული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობით შევძლებთ ბაზარზე ახალი ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას“.
კომენტარები