თვითმმართველობები საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებს უქმნიან — საქართველოს მედია-კლუბი
საქართველოს მედია-კლუბი ავრცელებს განცხადებას, რომელიც მიხედვითაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის საწარმოებლად არათანაბარ პირობებს უქმნიან.
საქმე ეხება ბათუმის მერიის მიერ ქართული ოცნების კუთვნილი მსუბუქი კონსტრუქციების განთავსებისთვის გაცემულ თანხმობას, რაც თბილისში, სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მოთხოვნილი ნებართვის ანალოგიურია, თუმცა სტრატეგია აღმაშენებელს თბილისის მერიამ თანხმობა არ მისცა და პარტია, მხოლოდ ოქტომბერში, 19 000 ლარით დააჯარიმა.
საქართველოს მედია კლუბი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ერთი და იმავე შეთხვევაში, განსხვავებულად უდგებიან სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს მათთვის წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვისათვის საჭირო პირობების შექმნის თაობაზე და იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს.
"23 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატებით ბრენდირებული დროებითი მსუბუქი კონსტრუქციები, რომლის წინაც დგას მაგიდები სააგიტაციო მასალებით.
23 ოქტომბერსვე ბათუმის მერიას გავუგზავნეთ წერილი იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა უწყებას ქართულმა ოცნებამ მსუბუქი კონსტრუქციების დასადგმელად თანხმობის მისაღებად და აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, გასცა თუ არა მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა თანხმობა. ჩვენი წერილის პასუხად, ბათუმის მერიამ გამოგვიგზავნა მუნიციპალიტეტის ვიცე მერის, არჩილ ჩიქოვანის მიერ ქართული ოცნების ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი მანველიძისადმი 26 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის ასლი, რომელშიც წერია, რომ ბათუმის მერია არ არის წინააღმდეგი ქალაქის ცენტრში ქართული ოცნების პლაკატებით ბრენდირებული სააგიტაციო მსუბუქი კონსტრუქციების განთავსებისა. წერილი 26 ოქტომბრითაა დათარიღებული, რითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბათუმის მერიამ აღნიშნული კონსტრუქციების დადგმის ნებართვა გასცა პოსტფაქტუმ, მათი ქალაქში განთავსებიდან 3 დღის შემდეგ", — ნათქვამია საქართველოს მედია-კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მმართველი პარტიის ეს აქცია იდენტურია სტრატეგია აღმაშენებლის მიერ ოქტომბერში, თბილისის მეტროსადგურებთან სააგიტაციო მიზნით პარტიის ატრიბუტიკით აღჭურვილი მსუბუქი კონსტრუქციების დადგმის მცდელობის. ამის გამო, პარტია თბილისის მერიამ 19 000 ლარით დააჯარიმა.
მედია-კლუბის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში თბილისის მერიას რამდენიმე მეტროსადგურთან კარვებისა და მაგიდების დადგმის მოთხოვნით მიმართა სტრატეგია აღმაშენებელმა. მერიამ მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მსუბუქი კონსტრუქციების დროებით განსათავსებლად აუცილებელი იყო პარტიისათვის მუნიციპალური ქონების (შესაბამისი მიწის ნაკვეთების) სარგებლობის უფლებით გადაცემა.
განცხადებაშიავე აღნიშნული, რომ თბილისის მერიამ პარტიას შესთავაზა, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, კანონით დადგენილი წესით, მიემართა თბილისის ქონების მართვის სააგენტოსთვის. სტრატეგია აღმაშენებელმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა და კარვები მერიის თანხმობის გარეშე მაინც განათავსა მითითებულ ლოკაციებზე. სტრატეგია აღმაშენებლის ჯარიმების საერთო ოდენობა უკვე 100 000 ლარს გადასცდა.
საქართველოს მედია კლუბი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ერთი და იმავე შეთხვევაში, განსხვავებულად უდგებიან სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს მათთვის წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვისათვის საჭირო პირობების შექმნის თაობაზე.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილება, როდესაც სტრატეგია აღმაშენებელს არ მისცა სააგიტაციო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა და არაერთხელ დააჯარიმ. ბათუმის მერიამ კი მმართველი პარტიის მიმართ თვალი დახუჭა აშკარა კანონდარღვევაზე.
საქართველოს მედია-კლუბი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
კომენტარები