გირჩის 6 მაჟორიტარი კანდიდატიდან 4 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ პარტია გირჩის 6 მაჟორიტარი კანდიდატიდან, მხოლოდ ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი. დანარჩენი 4 კანდიდატი კი დაკავშირებულია 8 კომპანიასთან. მათ პოლიტიკური შემოწირულობის სახით პარტიისთვის გაღებული აქვთ 182 051 ლარი.
TI-მ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე შეისწავლა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატია. ის ასევე არის შპს შმაქსის დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ის ფლობს შპს ჟურნალი მედიატორის 15%-ს. საერთო ჯამში, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს მან გირჩს 5 000 ლარი შესწირა, 2015 წელს კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 2 000 ლარი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მაჟორიტარობის კანდიდატს (ბათუმში), იაგო ხვიჩიას, ის არის შპს მანა ლეგალ კონსალტინგის დირექტორი და 20%-ის მფლობელი. ასევე, ის ფლობს შპს თბილისი ლიგალ კონსალტინგის 50%-ს და არის ამ კომპანიის დირექტორი.
ანგარიშის მიხედვით, იაგო ხვიჩიამ 2016-2017 წლებში გირჩს 29 650 ლარი შესწირა. გარდა ამისა, მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს თბილისი ლიგალ კონსალტინგის 25%-ის მფლობელმა, იმედო არჯევანიძემ 2016 წელს 2 000 ლარი შესწირა გირჩს.
ვახტანგ მეგრელიშვილი თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე მაია ჩარჩხალია არის შპს მეგაკოს დირექტორი და 100%-ის მფლობელი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ვახტანგ მეგრელიშვილმა 2016-2019 წლებში გირჩს 145 401 ლარი შესწირა.
ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ვახტანგ ზენაიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე გავაშელაშვილი ინდივიდუალური მეწარმეები არიან. ვახტანგ ზენაიშვილი ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს თავთავში და არის ამ კომპანიის დირექტორი. ვახტანგ ზენაიშვილმა 2017 წელს ლანჩხუთის საკრებულოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კამპანიას 100 ლარი შესწირა.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. ასევე, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად. გირჩის არც ერთი წევრი ამ ეტაპზე პარლამენტში არ არის.
ამავე თემაზე:
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები