ბაყაყებს სხეულთან შედარებით გიგანტური თვალები აქვთ — უკვე ვიცით, რატომ
მსოფლიოში მრავალნაირი ზომის და ფორმის ბაყაყები არსებობენ და მათგან ბევრს სხეულის ძალიან უცნაური პროპორციები აქვს. მაგალითად, "ხის ბაყაყებს", ხერხემლიანთა შორის, სხეულის ზომასთან შეფარდებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვალები აქვთ. გამოქვაბულში მცხოვრები ბაყაყები კი ძალიან პატარა თვალებით გამოირჩევიან.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს განსხვავებები სწორედ გარემოს თავისებურებებით არის განპირობებული. მკვლევრებმა 220 სახეობის ბაყაყი შეისწავლეს: გაზომეს მათი სხეულები, რქოვანას და თვალის ზომა და გააანალიზეს სახეობებს შორის არსებული განსხვავებები.
გაირკვა, რომ მონოქრომულ და ნაკლებად განათებულ ადგილებში მცხოვრებ პრაქტიკულად ყველა ბაყაყს ძალიან პატარა თვალები აქვთ. ტყეებში და ხეებზე მცხოვრებ ბაყაყებს კი, რომლებსაც გარემოსთან ადაპტაცია ჭარბი სინათლის პირობებში მოუწიათ, გამორჩეულად დიდი თვალები ჩამოუყალიბდათ.
"ხის ბაყაყებისთვის" კარგი მხედველობა გადარჩენისთვის აუცილებელია, რადგან ყველგან შეიძლება იმალებოდეს საფრთხე, რომლის დაფიქსირებაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თუმცა, გამოქვაბულების ბაყაყებს, რომლებსაც ცხოვრება ბნელ ადგილებში უწევთ, ყურადღების გამახვილება სხვა შეგრძნებებზე უწევთ.
კომენტარები