სტრატეგია აღამაშენებელი წარმოადგენს საქართველოსთვის საუკეთესო გუნდს — გიორგი ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას ქვეყანაში შექმნილი პრობლემებზე სასაუბროდ კვლავინდებურად დებატებში იწვევს. ამასთან ურჩევს, საინფორმაციო პროგრამებში გაზრდილ ეკონომიკასა და წარმატებულ ხელისუფლებაზე საუბარს, სჯობს ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იზრუნოს, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს, მოსახლეობა შიმშილის პირასაა და მცირე და საშუალო ბიზნესს აუხსნას სად წაიღო 5 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყანამ სესხის სახით მიიღო და სწორედ მათ პრობლემებს უნდა მოხმარებოდა.
"მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში; ქვეყნის 220 000 მოქალაქეზე მეტმა დაკარგა სამუშაო ადგილი და აღარ იცის, როგორ არჩინოს ოჯახი; საკვებისა და წამლის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ მათ საყიდლად ხალხი იძულებულია, ბანკის ვალები აიღოს, რომლის მოგების პროცენტი 20%-ს უდრის; ათასობით ბიზნესი დაიხურა და ეკონომიკა ფსკერზე დავიდა; დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველი სამიდან ორი კრიმინალი თავისუფლად დასეირნობს. ასეთი რეალობაა დღეს საქართველოში, ასეთ რეალობაში ცხოვრობს დღეს თითოეული ჩვენთაგანი და ყველა ამ განცდებში ვართ", — აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის თითოეული ჩვენგანის დამსხვრეული ოცნება, უმრავლესობისთვის კი, ნამდვილი ჯოჯოხეთი.
"ყოველივე ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ყველა საინფორმაციო პროგრამაში გაზრდილ ეკონომიკაზე გვესაუბრება და წარმატებულ ხელისუფლებაზე, რომელმაც ამას მიაღწია. მაშინ როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ის გვეუბნება, რომ არ უნდა ვიდარდოთ. ნეტავ, რომელ ქვეყანაზე გვესაუბრება? გაგიჟდა თუ ისე მოწყვეტილია რეალობას, რომ ვერც კი ხედავს, რა ხდება ირგვლივ? ოდესმე უსაუბრია მოქალაქეებთან თუ მხოლოდ თავის ბანკირ მეგობრებს ესაუბრება, რომლებიც ბედნიერები არიან იმით, როგორ მდიდრდებიან ხალხის გაღარიბების ხარჯზე? იქნებ, ფიქრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეები იმდენად სულელები არიან, რომ სჯერათ იმის, რასაც ის ლაპარაკობს?" — მიაჩნია ვაშაძეს და პრემიერ გახარიას სასაუბროდ დებატებში იწვევს.
"ბატონო გახარია, შემომიერთდით და ერთად მოვინახულოთ ქვეყნის მცირე ბიზნესები, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც ერთი ლარიც არ მიუღია იმ 5 მილიარდიდან, რომელიც საქართველომ აშშ-დან მიიღო სესხის სახით, რათა კრიზისიდან დააღწიოს თავი. მოვუსმინოთ მათ და არა იმ 21 კომპანიის მეპატრონეებს, ვინც 45 მილიონი ლარი მიიღო თქვენგან. ეს ის კომპანიებია, რომლებიც ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან თქვენს პარტიას შემოსწირეს ფული. წამოდით და ჩემთან ერთად მოინახულეთ ოჯახები, რომლებსაც საჭმელი ვერ უყიდია თავისი შვილებისთვის. ძალიან მინდა, მოუსმინოთ პენსიონერებს, რომელთაც ბანკის ვალები აქვთ და 30 პროცენტზე მეტს იხდიან მათი მოგების პროცენტის სახით, რათა საჭირო წამლების შესაძენი ფული ჰქონდეთ; მინდა, მოინახულოთ ის დედები, რომელთაც ქუჩებში გავრცელებული ძალადობის შედეგად შვილები მოუკლეს. ეს არის ის რელობა, რომელშიც თქვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ — თქვენ კი ეს არც გაღელვებთ. თქვენ ისევ აგრძელებთ ტყუილების თქმას და ცარიელი დაპირებების გაცემას; თქვენ ისევ დამსხვრეული ოცნებების გაყიდვას ცდილობთ. გაიღვიძეთ! გაახილეთ თვალები და გაიხედეთ, რა ხდება ქვეყანაში! ამის შემდეგ ჩაიხედეთ სარკეში და თქვით ისევ, რომ ყველაფერი კარგად არის! სწორედ ამ მიზნით გეპატიჟებით დებატებში, მინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ პრობლემები, რაც საქართველოში ხდება; ვისაუბროთ იმ სიდუხჭირეზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ებრძვიან; ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, როგორ ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა თავიდან. თქვენ კი, ყოყმანობთ და იმალებით, გეშინიათ, რომ დაგამარცხებთ დებატებში. იცით, რომ ფაქტების და რეალობის წინაშე მოგიწევთ დადგომა და ტყუილები აღარ გაგივათ", — აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი და პრემიერ გახარიას თავის არიდებას დებატებზე მის სამოქმედო გეგმის არარსებობას უკავშირებს: მისი თქმით, მთავრობას არ გააჩნია გეგმა ეკონომიკის ასაღორძინებლად, სიღარიბისა და კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სანაცვლოდ, სტრატეგია აღმაშენებლის გეგმას სთავაზობს ამომრჩევლებს:
"ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს გაგვაჩნია გეგმა. მე და ჩემი გუნდის წევრებმა, რომლებიც თავის საქმის ექსპერტები არიან, სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ, რომელიც კონკრეტულ ზომებსა და მიღწევად მიზნებს შეიცავს, იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ ააღოძინონ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გეგმა, რომელიც გულისხმობს 300 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და მცირე ბიზნესის, როგორც ეკონომიკის ხერხემლის აღორძინებას. ჩვენ გვაქვს სიღარიბის დაძლევის კონცეფცია. ჩვენ ვიცით, როგორ შევამციროთ ფასები წამლებზე 30 პროცენტით და როგორ გავანახევროთ ბანკების მოგების პროცენტები, ვიცით, როგორ ჩამოვწეროთ სასესხო პროცენტები პენსიონერთა საბანკო ვალებზე. ჩვენ უკვე წარვადგინეთ პოლიციის რეფორმირებისა და დეპოლიტიზაციის ჩვენეული გეგმა, მათ შორის ისიც, თუ როგორ გავხადოთ ცხოვრება უსაფრთხო. ჩვენ გვაქვს ქვეყნის მშენებლობის ისეთი რეცეპტი, რომელშიც მის მოქალაქეს, არ მოუწევს სესხის აღება იმისთვის, რომ საჭმელი ან წამალი შეიძინოს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ყველაფერ ამას აღასრულებს. დადგა დრო პროფესიონალებმა ჩაანაცვლოს ის ხალხი, რომლებმაც თავისი თანამდებობები ფულით იყიდეს, ქართული ოცნებისთვის ფულის შეწირვით. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც გეგმა გააჩნია საქართველოს განვითარებისთვის. სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი მე ახალგაზრდა და თავდადებულ პროფესიონალებთან ერთად შევქმენი. მათი უმეტესობა პოლიტიკაში ახლა მოვიდა, მათ გამორჩეული ცოდნა და გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ააშენონ. ჩვენ გვყავს ჯანმრთელობის სფეროს, უსაფრთხოებისა და ძალოვანი სტრუქტურების სპეციალისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, განათლებისა და სოციალური სამსახურის სპეციალისტები. ისინი პარტიული ფუნქციონერები არა, არამედ თავდადებული პროფესიონალები არიან. ისინი თქვენსავით და ჩემსავით, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობის მსგავსად იმედგაცრუებული და გაბრაზებულები არიან და აღარ შეუძლიათ იმის ყურება, თუ როგორ ანგრევენ ქვეყანას ძველი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები. მათ ყველაფერი გააჩერეს და ისეთი შთამბეჭდავი კარიერების განვითარებას შეუშალეს ხელი, რომლებსაც შეეძლო თავის ცოდნა საქართველოში არსებული მდგომარეობის და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ცვლილებების განხორციელების მიზნით გამოეყენებინათ. სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენს საქართველოსთვის საუკეთესო გუნდს და ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და ხალხის სამსახურზე", — ამბობს ვაშაძე და მიაჩნია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს გადარჩენის შანსს წარმოადგენს.
"ჩვენი იმედგაცრუება და სიბრაზე იმ ხმებად უნდა გადავაქციოთ, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს. მოდით სიბრაზე და ფრუსტრაცია უსაფრთხოებად და განვითარებად გადავაქციოთ. მოდით, დამსხვრეული ოცნება ცვლილებების განმახორციელებელ ადამიანებად ჩავანაცვლოთ. მოდით, აღმშენებლობის ახალი ერა დავიწყოთ", — გიორგი ვაშაძე.
-
ვენესუელას შს მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა ვენესუელას შს მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
ჯორჯ კობი — ისტორია უსაზღვრო შესაძლებლობებზე ჯორჯ კობი — ისტორია უსაზღვრო შესაძლებლობებზე
-
სენატორი ლინდსი გრემი: დონალდ ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო ორპარტიულ კანონპროექტს რუსეთის სანქცირების შესახებ სენატორი ლინდსი გრემი: დონალდ ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო ორპარტიულ კანონპროექტს რუსეთის სანქცირების შესახებ
გადახედვა
-
როგორი იქნებოდა ვეფხისტყაოსანი, ჰოლივუდში რომ გადაეღოთ — ნახეთ ტრეილერი როგორი იქნებოდა ვეფხისტყაოსანი, ჰოლივუდში რომ გადაეღოთ — ნახეთ ტრეილერი
-
ქვიზი: გამოიცანი თარიღი ოლივიეს მდგომარეობით ქვიზი: გამოიცანი თარიღი ოლივიეს მდგომარეობით
-
საუკეთესო ფილმები და სერიალები, რომლებიც იანვარში Netflix-ზე გამოდის საუკეთესო ფილმები და სერიალები, რომლებიც იანვარში Netflix-ზე გამოდის
გადახედვა
-
$10 მილიარდის ინვესტიცია: Spotify პოდკასტებისთვის ჰოლივუდში ახალ სტუდიას ხსნის $10 მილიარდის ინვესტიცია: Spotify პოდკასტებისთვის ჰოლივუდში ახალ სტუდიას ხსნის
გადახედვა
-
კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა
გადახედვა
-
Universal და Nvidia ახალი პარტნიორობით უხარისხო AI-კონტენტს უპირისპირდებიან Universal და Nvidia ახალი პარტნიორობით უხარისხო AI-კონტენტს უპირისპირდებიან
გადახედვა
-
Avengers: Doomsday-ის ახალი თიზერი ორიგინალ X-Men-თან ერთად Avengers: Doomsday-ის ახალი თიზერი ორიგინალ X-Men-თან ერთად
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, მოლოტოვის კოქტეილი შუა საუკუნეებში ადამიანის კოცონზე დაწვის სიმბოლოა შალვა პაპუაშვილის თქმით, მოლოტოვის კოქტეილი შუა საუკუნეებში ადამიანის კოცონზე დაწვის სიმბოლოა
გადახედვა
-
საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის მშობლების განცხადებას ეხმაურება საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის მშობლების განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ ვენესუელას მოუწოდებს ქვეყნიდან გააძევოს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინეთის, რუსეთის, ირანის და კუბის მოქალაქეები და ნავთობთან დაკავშირებით მხოლოდ აშშ-თან ითანამშრომლოს აშშ ვენესუელას მოუწოდებს ქვეყნიდან გააძევოს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინეთის, რუსეთის, ირანის და კუბის მოქალაქეები და ნავთობთან დაკავშირებით მხოლოდ აშშ-თან ითანამშრომლოს
გადახედვა
-
ჩინეთი აშშ-ის მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე ჩინეთი აშშ-ის მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ვენესუელის დროებითი ხელისუფლება აშშ-ს 30-დან 50 მლნ ბარელამდე სანქცირებულ ნავთობს გადასცემს დონალდ ტრამპი: ვენესუელის დროებითი ხელისუფლება აშშ-ს 30-დან 50 მლნ ბარელამდე სანქცირებულ ნავთობს გადასცემს
გადახედვა
-
ზენონ იარჯული: თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას ზენონ იარჯული: თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ვნახეთ ვენესუელაში, ვუყურებთ რა ხდება ირანში, ყველგან, სადაც ხალხი დაპყრობილია რეჟიმის მიერ... ბოლოს მაინც ხალხი იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი: ვნახეთ ვენესუელაში, ვუყურებთ რა ხდება ირანში, ყველგან, სადაც ხალხი დაპყრობილია რეჟიმის მიერ... ბოლოს მაინც ხალხი იმარჯვებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების მიხეილ ყაველაშვილი: გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების
გადახედვა
-
ვენესუელაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა ვენესუელაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა
გადახედვა
-
"უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა" — ილია II-ის საშობაო ეპისტოლე "უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა" — ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
გადახედვა
-
სერიალები, რომლებიც 2026 წელს დასრულდება სერიალები, რომლებიც 2026 წელს დასრულდება
გადახედვა
კომენტარები