სასამართლომ რომან შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ფოტო: Shutterstock
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ვერსიით, 2008 წლის ზაფხულში, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ განიზრახა სიკვდილით დაესაჯა ხაიშის სატყეო უბნის რეინჯერი დათო ცინდელიანი და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს გააჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ისინი თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტულ სამსახურებთან:
"რომან შამათავას დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის 17 აგვისტოს, ქუთაისში დააკავეს დათო ცინდელიანი, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და ბათუმში რომან შამათავას გადასცეს.
რომან შამათავამ თავზე ტომარაჩამოცმული დათო ცინდელიანი კატარღით ზღვაში გაიყვანა და უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით დათო ცინდელიანს მოაბა კატარღის ღუზა და გადააგდო ზღვაში.
2008 წლის 27 აგვისტოს, რომან შამათავას დავალებით, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მუშაკებმა ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება პაატა ქარდავას და გადასცეს რომან შამათავას, რომელმაც თვალებახვეული და ხელბორკილდადებული პაატა ქარდავა კატარღით გაიყვანა ზღვაში, ფეხზე მოაბა სიმძიმე, უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით კატარღიდან ზღვაში გადააგდო".
პროკურატურამ რომან შამათავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რომან შამათავას განზრახ მკვლელობის ბრალდება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაუკვალიფიცირდა. იგი გამართლდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მკვლელობის გაადვილების მიზნით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები