თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი კი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
თიბისი კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საკმარისად კომპენსირდება და არსებული ინტერვენციების შემდეგ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. სავალუტო ინტერვენციები ასევე აუცილებელია ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირებისათვის.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. კრიზისამდელ მაჩვენებელს კი სექტორი 2022 წლიდან დაუბრუნდება.
2020 წლის პირველ 8 თვეში, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში სულ 16 000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8 000 ბინით, ანუ 34%-ით ნაკლებია. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს, ახალი ბინების ფასი კი აგვისტოში გაიზარდა, რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება.
კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის განმავლობაში, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი.
მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა, ინფრასტრუქტურის მშენებლობამ კი მეტი მდგრადობა შეინარჩუნა. წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ FMCG სექტორმა 2020 წელს 2019 წლის დონე შეინარჩუნოს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა წლიურად 2%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები