არ ვხარჯავ შავ ფულს, ჩემ მიერ დახარჯული თითოეული თეთრი რეკლამაში გამჭვირვალეა — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
საარჩევნოდ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ერთ-ერთი "დამსხვრეული ოცნებების" პარტიაა, ვისაც არ აწყობს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ და სწორედ, მათ მიუწვდებათ ხელი ე.წ შავ ფულზე, რაზეც ხშირად სხვებთან მიმართებაში საუბრობენ.
"მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია და ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში. აი, სხვები როგორ ხარჯავენ ე.წ შავ ფულს ძალიან კარგი იქნება თუ ამაზე იფიქრებენ და მათ შორის ქართული ოცნების უდიდეს შავ ფულზე იმუშავებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დახარჯულ ფინანსებს ითვლიან", — აცხადებს ვაშაძე.
იგი აღნიშნავს, რომ მისი თითოეული თეთრი დეკლარილებულია ფეისბუქში და რეკლამაში დახარჯული თანხები გამჭვირვალე.
"მე ამ გამჭვირვალობის არ მეშინია. შემომწირველები ვინც ჩვენ გვყავს, ყველა ასევე გამჭვირვალეა და მათი ღია ჩამონათვალი არის მთლიანად აუდიტის სამსახურში. ვისაც აინტერესებს მივიდეს და საკუთარი თვალით ნახო და ზედმეტ ლაპარაკს შეეშვან. ზოგიერი პოლიტიკოსი გასაკეთებელ საქმეებზეც ლაპარაკობენ, მაგრამ მათ არც გეგმა აქვთ და არც სტრატეგია, არ იციან ხალხს რა ენაზე ელაპარაკონ. არ იციან როგორ დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი. არც სამუშაო ადგილების შექმნა იციან და ინდუსტრიის განვითარება. ხმამაღლა საუბრობენ IT ქალაქების განვითარებაზე და ა.შ რეალურად კი, რაზეც მე ვსაუბრობ, ვერ იგებენ, არ იციან რა არის და როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკა", — აცხადებს ვაშაძე.
ამასთან, გიორგი ვაშაძე საბანკო სექტორში არსებულ მონოპოლიაზე მიანიშნებს. მისივე თქმით, როცა კონკრეტულ სტრატეგიაზე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება დაამარცხონ ეს მონოპოლია და როგორ შეიძლება გაიაფდეს სესხები, არ უსმენენ.
"სამაგიეროდ კი, ზურგს უკან საუბრობენ, ჭორიკნობენ და მხოლოდ ტალახის სროლა შეუძლიათ, რადგან ეს მათი ხელობაა! რა გაუკეთებიათ საერთოდ ცხოვრებაში ყვირილის და ყეყეჩობის გარდა? მართლაც პოლიტიკურ კინტოებად ჩამოყალიბდნენ. შეხედეთ ყველას ვის რა გაუკეთებია. პრინციპებზე რომ საუბრობენ და ამ დროს, ერთ დღეს ერთს აქებენ, მეორე დღეს აგინებენ. უხერხულია! მე ვისაც ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ და ვეუბნები რა უნდა გააკეთოს. ვისაც მხარს ვუჭერ, ვამბობ რომ მხარს ვუჭერ. არასდროს არ შევდივარ ამგვარ კინკლაობაში და სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. ამ ქვეყანაში დგას იუსტიციის სახლები, ეს არის ნომერ პირველი რეფორმა დღესაც მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ხალხს ემსახურება. ვინ საუბრობს ხალხის პრობლემებზე? ვინ იცის სესხები როგორ უნდა გაიაფდეს? რაიმე გეგმა გამოუქვეყნებიათ? მე გეტყვით: ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია კრიზისის დაძლევის არც ერთი გეგმა და სტრატეგია", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები