სად დავისვენოთ ბავშვებთან ერთად
ფოტო: Myhome.ge
ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა — ეს უნდა იყოს დაცული, უსაფრთხო ადგილი, ჯანსაღი ჰაერი, მშვიდი გარემო და თავისუფალი სივრცეები, სადაც პატარები თამაშს შეძლებენ. საბედნიეროდ, საქართველოს კურორტებს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია, სადაც უნდა აპირებდე დასვენებას.
1. კოჯორი
ფოტო: Shutterstock
თუ თბილისთან ახლოს დასვენება გადაწყვიტე კოჯორი უკონკურენტოა. გარდა იმისა, რომ კოჯორი ულამაზესია და ბავშვებთან ერთად ტყეში კოცონის დანთებას და თამაშსაც შეძლებ, ის გამორჩეულია სამკურნალო თვისებებით. აქ ზაფხული ზომიერად ცხელია და თბილისთან შედარებით, ნამდვილად მოგცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ასევე მის საკურორტო ღირებულებას ემატება ქარების და სინოტივის ზომოერება. ფართოფოთლოვანი ტყეები, ნაწილობრივ წიწვოვანი და სურნელოვანი ბალახით დაფარული მდელოები განაპირობებს ადგილობრივ კლიმატს და ქმნის შესანიშნავ პორობებს დასვენებისთვის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
2. ურეკი
ფოტო: shutterstock
საზღვაო კურორტებს შორის ამ მხრივ ურეკი თვალსაჩინოა. აქაური პლაჟების სამკურნალო თვისებების შესახებ ფართოდ არის ცნობილი და საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებისგან გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ამასთანავე, ურეკში ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე საკმაოდ დაბალია, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.
3. ლიკანი
კურორტი ლიკანი ბორჯომში, ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ლიკანის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წყალია, რომელსაც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვისაც. ლიკანის მინერალურ წყალს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზის სიუხვე ახასიათებს, რაც 1500 მეტრის სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს.
4. შოვი
ფოტო: shutterstock
თუ უფრო მაღალი მთებისკენ მიგიწევს გული, შეგიძლია ზემო რაჭისკენ - შოვისკენ გაეშურო. შოვი წიწვოვანი ტყით, ანკარა მდინარით და ცაში აზიდული მყინვარებით გამორჩეული ადგილია ზემო რაჭაში. ის, როგორც კურორტი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მოეწყო და გამორჩეულია სილამაზითა და სიმშვიდის განუმეორებელი შეგრძნებით. შოვში არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და ძალიან გრილი ზაფხული. ხოლო, სამკურნალო ფაქტორებს მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი განაპირობებს.
5. ქვიშხეთი
ლიკანის გარდა, ბორჯომის ჰავა კიდევ ერთ გამორჩეულ კურორტს ქმნის. მართალია, ქვიშხეთი ხაშურის მუნიპალიტეტში მდებარეობს, თუმცა ბორჯომის ჯგუფის კურორტად მიიჩნევა. ქვიშხეთს ახასიათებს უნიკალური სამკურნალო თვისებები, რაც შავი ზღვიდან წამოსული თბილი ნოტიო ჰაერის მასებისა და მთის ჰავის შერწყმა განაპირობებს. აქ ასევე მოედინება სამკურნალო თვისებების მინერალური წყლები. ხოლო, წიწვოვანი და შერეული ტყეები, მთები და უმშვენიერესი ხედები შესანიშნავ პირობებს ქმნის ბავშვებთან ერთად დასასვენებლად.
მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მარტივად ნახო საშენო დასასვენებელი სახლი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით ონლაინ დაჯავშნით შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, სახლი სასტუმრო თუ კოტეჯი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ. Visa-ს ბარათით დაჯავშნისას კი გადახდილი თანხის 20% ანგარიშზე დაგიბრუნდება.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები