კრიმინალი გაორმაგებულია, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი შემცირებული — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 35 000-დან 64 000-მდე გაიზარდა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 60-დან 35 პროცენტამდე შემცირდა. ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი უსაფრთხოებას ვერც უზრუნველყოფენ. სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის თქმით, გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულებრივი საქმეების გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც დღეს არსებული მძიმე სტატისტიკაც ადასტურებს.
"დღეს შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა კრიმინალია. შედეგად ქვეყანაში დარღვეულია სიმშვიდე და ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობენ. წარმოგიდგენთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას ცხადყოფს. საკმაოდ ბევრი კრიმინოგენული დანაშაულების შემთხვევებია ქვეყანაში: მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა, ამასთან იმატა დამნაშავის დაუსჯელობის განცდამ", — განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში "დამსხვრეული ოცნებების პარტიას" ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას აკისრებს. ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში მოქალაქეებს ეშინიათ ქუჩაში საღამოს გასვლის, რადგან ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულის კონკრეტული შემთხვევები და დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი მათი უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.
"დღეს სამართალდამცავი უწყებები გადასულები არიან პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, რა თქმა უნდა, დრო არ რჩებათ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოფენ მათი უსაფრთხოება. რადგან "დამსხვრეული ოცნებების პარტიის" მიერ დასახული მთავარი ამოცანა პოლიციური სტრუქტურის დეგრადირებაა და მათივე შეკვეთების შესრულება. მათგან ეკიპაჟებს სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდა მხარდამჭერების დევნის პირდაპირი დავალება და მითითება აქვთ: დააშინონ, ხელი შეუშალონ საიმიჯო პლაკატების გაკვრისას და არა ებრძოლოს ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილ კრიმინალს. ყველაზე მძიმე რეალობაა, რომ საკმაოდ დაბალია მკვლელობებისა და ყაჩაღობის გახსნის მაჩვენებელი. სერიოზულად მოიმატა თვითმკვლელობების შემთხვევებმა. საქმე აღძრულია ამ მუხლით, თუმცა გამოუძიებელია ამ ადამიანებს ეს თვითმკვლელობა ვინმემ აიძულა, მათზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა ვინ მოახდინა. აი, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ კონკრეტული ქმედებებით", — აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენს გეგმას, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები გათავისუფლდებიან იმ წნეხისგან, რომელშიც ისინი მუშაობენ.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
კომენტარები