ადვოკატები ცდილობენ სიტუაციის არევას — რას ამბობს შაქარაშვილის საქმის მოწმე კოკო ღიბრაძე
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დიჯეი კოკო, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მომდინარე პროცესზე იმყოფებოდა. მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადვოკატების კრიტიკა მოწმეების მიმართ, გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ რეალურად არცერთ კითხვაზე პასუხი არა აქვთ და ისინი საქმის არევას ცდილობენ.
"რა თქმა უნდა, ეგ არის, უბრალოდ, თითის გაშვერა ჩვენსკენ, ვინაიდან არცერთ კითხვაზე არა აქვთ მათ პასუხი და უბრალოდ ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძვრენას.
რაც შეეხება იმ საინფორმაციო ომს, რასაც კონკრეტული პიროვნებები და ადვოკატები აწარმოებენ, ვინაიდან ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა არ გვინდა, ან არ გვინდა დაისაჯონ ის პირები, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ თქვენ, მედიის მხრიდანაც ხდება ამით მანიპულირება და ჩემთვის პირადად, როგორც მოწმისთვის მიუღებელია ეს", — აცხადებს კონსტანტინე ღიბრაძე.
შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესი, სადაც 10 მოწმე უნდა გამოკითხულიყო, მეორედ გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი გახდა, ზ.ხ-ს საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობა ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე მოცულობითია, ამიტომ მან სხდომის გადადება მოითხოვნა. მოწმეების გამოკითხვა 31 აგვისტოს განახლდება.
დღეს ასევე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ორმა არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა. ერთ-ერთი ბრალდებულის ლ.შ-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა და ბრალდებულმა ზ.ხ-მ ეს გადაწყვეტილება 21 აგვისტოს მიიღეს.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც.-ს; ლ.შ.-ს; ნ.ქ.-ს და გ.მ.-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები