"მიიჩნიეს, რომ პროცესს აჭიანურებდა და ზ.ხ.-ს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს" — შაქარაშვილის საქმეზე სხდომა გადაიდო
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ზ.ხ.-მ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სხდომა დატოვა.
მასთან ერთად პროცესი დატოვა ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმაც, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა ზ.ხ თავს შეუძლოდ გრძნობდა სასამართლომ პროცესი არ შეწყვიტა, რის შემდეგაც ბრალდებული ხელახლა გახდა შეუძლოდ.
"მას გაუზომეს წნევა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟმა სასამართლოს განუცხადა, რომ ზ.ხ. თავს გრძნობდა კარგად. ზ.ხ.-ს ჰქონდა თავბრუსხვევა, ხელ-ფეხი ჰქონდა დაბუჟებული, პროკურატურამ მოითხოვა პროცესის გაგრძელება, რაც გაიზიარა სასამართლომ და იგი აპირებდა სხდომის გაგრძელებას. ამის შემდეგ, ზ.ხ.-მ დატოვა პროცესი, ვინაიდან იგი ისევ გახდა ცუდად და მე მითხრა, რომ მასთან ერთად დამეტოვებინა პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა", — აცხადებს გელხაური.
ადვოკატის ცნობით, ზ.ხ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს და ის კვლავ აგრძელებს შიმიშილობას.
ერთ-ერთი ბრალდებულის ლ.შ.-ს ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა ისიც, რომ ზ.ხ.-ს დაუნიშნეს საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც მომდევნო პროცესზე გამოცხადდება. მისი თქმით, ამ მიდგომას არ იზიარებენ.
საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი კი სახაზინო ადვოკატის დანიშნვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაცვის მხარე ამ გარემოებებით ცდილობს, ის ექვსთვიანი საპატიმრო ვადა გაიყვანოს, რაც ბრალდებულს აქვს შეფარდებული.
"სასწრაფო დახმარების ჯგუფმა განაცხადა, რომ ზ.ხ.-ს მდგომარეობა იძლეოდა პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი და მოუწოდა თავის ადვოკატს დაეტოვებინა სასამართლო პროცესი. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის გაჭიანურება ხდება ხელოვნურად და დღევანდელი გარემოებებიც იქითკენ იყო მიმართული, რომ მათ გაიყვანონ ის ექვსთვიანი საპატიმრო ვადა, რაც შეფარდებული აქვს ბრალდებულს", — აცხადებს პროკურორი.
მისი თქმითვე, მიუხედავად ამისა, ბრალდებულის ადვოკატს, ჩვეულებრივ შეეძლება სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება და მისი ინტერესების დაცვა.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ თუ მსგავსი შემთხვევა შემდეგ პროცესზეც განმეორდება, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ სხდომა საზოგადოებრივი ადვოკატის მონაწილეობით გაგრძელდეს.
"ბრალდებულის გადასაწყვწტია ის მიიღებს თუ არ მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ეს არის მისი უფლება და არა ვალდებულება. მისი მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია პროცესის გაგრძელება თუ დადასტურდა, რომ იგი მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს", — განაცხადა ყაზარაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს, 21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, საქმის მოწმეების დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა ადვოკატების თქმით, ვერცერთი მოწმის დაკითხვა ვერ მოესწრო.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც.-ს; ლ.შ.-ს; ნ.ქ.-ს და გ.მ.-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები