ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი მზადაა, ბელარუსის უსაფრთხოება დაიცვას
ფოტო: s.abcnews.com
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთმა ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარება შესთავაზა. ბელარუსში მიმდინარე აქციების ფონზე, რომელიც ლუკაშენკოს მორიგი ვადით პრეზიდენტად არჩევას მოჰყვა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კრიზისი ცალმხრივად, რუსეთის დახმარებით მოგვარდება. ამის შესახებ განცხადება ლუკაშენკომ შაბათს საღამოს, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის მერე გაავრცელა.
"მქონდა გრძელი და არსებითი საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან..შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნის თანახმად, ბელარუსის უსაფრთხოების დასაცავად სრულ დახმარებას მივიღებთ. რაც შეეხება სამხედრო საკითხებს, ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ნაწილს (CSTO). ხოლო ამგვარი სიტუაციები სწორედ ამ შეთანხმებას ემყარება", — განაცხადა ლუკაშენკომ.
CSTO არის მთავრობათაშორისი შეთანხმება რუსეთსა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელიც ძალაში 1994 წელს შევიდა.
კრემლის განცხადების თანახმად, შაბათს, ორ პრეზიდენტს შორის გამართული დიალოგის შედეგად, პუტინმა განაცხდა, რომ ბელარუსში მიმდინარე არეულობა მალე მოგვარდება.
"ეს პრობლემა არ უნდა გამოიყენონ იმ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ზიანი მიაყენონ", — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამ სატელეფონო საუბრის გამართვამდე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ბელარუსს ჰყავდა ისეთი მთავრობა, რომელიც პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებდა. ამბობდა, რომ მათ უცხო ქვეყნის მთავრობა და შუამავალი არ სჭირდებოდათ.
პუტინთან საუბრის შემდეგ, დღეს ლუკაშენკო თავისი მხარდამჭერების მიერ გამართულ მიტინგზე მივიდა და იმ წარმატებაზე ისაუბრა, რასაც ბელარუსი მთავრობამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიაღწია.
"თქვენ მე, სრულიად ახალგაზრდასა და გამოუცდელს, მთხოვეთ, მეხსნა ხალხი უფსკრულისგან. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაზეც მილიონობით წინამორბედი ოცნებობდა. ჩვენ, პირველად ისტორიაში, ავაშენეთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო" — განაცხადა ლუკაშენკომ.
აქვე, 9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ათასობით ადამიანი კი პოლიციამ დააკავა. საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები