Galaxy Note 20 Ultra-ს სურათები ქსელში პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა
კომპანია სამსუნგმა საკუთარი ოფიციალური საიტის რამდენიმე გვერდზე შემთხვევით Galaxy Note 20-ის რენდერები გამოაქვეყნა.
ახალი სმარტფონის სურათები Galaxy Note 8-ის გვერდზე მოხვდა, სადაც ახალი ღილაკი შემდეგი თაობის Note-ზე მოგვითხრობდა.
როგორც ირკვევა, ახალ სმარტფონს კამერის მეოთხე მოდული დაემატა, ხოლო ხმის კონტროლის ღილაკები მარცხენა მხრიდან მარჯვნივ გადმოვიდა.
ახალი სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Galaxy Note 20-ის საბაზისო მოდელი მიიღებს 16.3-სანტიმეტრიან ეკრანს, 3245x1084 გაფართოებით, ხოლო Galaxy Note 20 Ultra-ს ეკრანის ზომა 17.4 სანტიმეტრს შეადგენს და მისი გაფართოება 3096x1444-ზე იქნება. შესაძლოა, ორივე სმარტფონმა გამოსახულების 120 ჰც-იანი განახლების სიხშირის მხარდაჭერა მიიღოს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სმარტფონის ყველაზე დიდი ვერსია 17.5-სანტიმეტრიან დისპლეის მიიღებს. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ Galaxy Note 20 იქნება პირველი სმარტფონი, რომელსაც ყველაზე დიდი OLED ეკრანი ექნება.
კომენტარები