როგორ ვმართოთ მაღაზიის მარაგები — "ბალანსის" რჩევები
ფოტო: ბალანსი
ამ სტატიაში "ბალანსი" მოგიყვებათ, რას მოიცავს საცალო ვაჭრობის მენეჯმენტი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის თქვენი მაღაზიის უკეთ მართვისთვის.
როგორ ვმართოთ მაღაზიის მარაგები
ნებისმიერი საცალო ბიზნესის მთავარი მიზანი პროდუქციის გაყიდვაა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა რთულია, თუ არ იცით, სად გაქვთ მარაგი და რა რაოდენობისაა ის. გაცილებით მარტივია ოპერირება და ოპტიმალური გაყიდვების მიღწევა, თუ კომპანია სწორად მართავს საკუთარ მარაგებს.
რას ნიშნავს საცალო ვაჭრობის მარაგების მართვა
საცალო ვაჭრობის მენეჯმენტი არის სისტემებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელსაც თქვენს მაღაზიაში მარაგების და გაყიდვების აღრიცხვისთვის იყენებთ. თითქოს მარტივია, თუმცა ის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს:
- რა რაოდენობის პროდუქტია საწყობში?
- როდის იქნება საჭირო შეკვეთის გაკეთება?
- რამდენი უნდა შეუკვეთოთ?
- რომელია ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები?
- უნდა შეწყვიტოთ თუ არა რომელიმე პროდუქტის გაყიდვა?
- მარაგების შესანახად საწყობში საკმარისი ადგილი გვაქვს?
მარაგები შეიძლება იმართოს მანუალურად — ხელით, ან ავტომატურ რეჟიმში. ზოგიერთ მენეჯერს დღესაც, ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი ურჩევნია მანუალური მართვა, თუმცა ეს ძალიან დამღლელი პროცესია და შეცდომების რისკზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დიდ დროსა და ენერგიასთან არის დაკავშირებული — განსაკუთრებით, თუ მაღაზიაში დიდი რაოდენობის ასორტიმენტია.
პატარა საცალო მაღაზიის მარაგებს იდეალურად მართავს გაყიდვების პროგრამა. კარგი პროგრამის შერჩევის შემთხვევაში საერთოდ აღარ დგას დღის წესრიგში მანუალური რუტინა. პროგრამა გაყიდვის მომენტში ავტომატურად ჩამოწერს გაყიდულ პროდუქტს და განაახლებს მარაგების რაოდენობას. ასევე, ერთიანად გაჩვენებთ, რა გაყიდვები განხორციელდა, როდის და ვის მიერ, რომელია ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები და როგორ დაგეგმოთ ოპტიმალურად მარაგები.
რა ხდება თუ არ ვსარგებლობთ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფით
მარაგების მართვის კარგი პროცესის არარსებობა ნიშნავს, რომ, როგორც მინიმუმ, არ ვიცით, რა რაოდენობის მარაგები გვაქვს, ვისგან გვაქვს შესყიდული, რა ფასად, კიდევ რა ხარჯებს უკავშირდება ეს ჩვენი მარაგები და სინამდვილეში რა დაგვიჯდა პროდუქტი. შესაბამისად. გართულებულია ფასდადებაც — თუ ზუსტად არ ვიცით, რა დაჯდა პროდუქტი, ვერც ოპტიმალურ მომგებიანობას დავგეგმავთ.
პლუს ამას, კონტროლის არარსებობა ნიშნავს, რომ გაზრდილია მარაგების დაკარგვისა და მოპარვის შესაძლებლობა. მარაგების არასწორად მართვის გამო, შეიძლება, ბაზარზე კონკურენტუნარიანობაც კი დავკარგოთ. მაგალითად, თუ გაქვთ "ბესტსელერი" ქურთუკი და დროზე არ შეუკვეთავთ სათანადო რაოდენობას, მოთხოვნას ვერ გაუმკლავდებით და მომხმარებლებიც სხვა მაღაზიებს მიაკითხავენ.
რა კომფორტს ქმნის საწყობის პროგრამა
სინამდვილეში რა ზომის საწყობი გჭირდებათ — თუ ზუსტად გეცოდინებათ, მუდმივად რა რაოდენობის მარაგს სჭირდება დასაწყობება, შესაბამისად შეარჩევთ საწყობის ტერიტორიასაც, რაც ზედმეტად დიდი ფართში გადასახდელ თანხას დაგიზოგავთ.
რა რაოდენობის მარაგი უნდა იყოს მაღაზიაში — საცალო გაყიდვებში ერთ-ერთი დანაკარგის სახეს მაღაზიიდან მოპარული პროდუქცია წარმოადგენს. თუ მაღაზიაში იმაზე მეტი პროდუქციაა, ვიდრე გაყიდვების უწყვეტობისთვის არის საჭირო, გამოდის, რომ ან მაღაზიაა იმაზე დიდი ვიდრე გჭირდებათ — ესე იგი, ზედმეტ თანხას იხდით ფართში — ან პროდუქციაა არაოპტიმალურად განაწილებული, რაც არეულობას იწვევს და მოპარვის ალბათობას ზრდის. მარაგების მართვის პროგრამა ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ — დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ, რა რაოდენობის პროდუქცია უნდა განლაგდეს მაღაზიაში.
ნაკლები ადმინისტრაციული შეცდომები — საცალო გაყიდვების დანაკარგების 20% დაკავშირებულია გაყიდვების აღრიცხვაში დაშვებულ შეცდომებთან. სწორედ ამისთვის დაგჭირდებათ პროგრამა, რომელშიც გაერთიანებულია მარაგები და გაყიდვების წერტილი. მაღაზიის მეტი ავტომატიზაცია და მინიმალური მანუალური საქმე ნიშნავს ნაკლებ დანაკარგებს.
"ჩაწოლილი" პროდუქცია — თუ საცალო გაყიდვებში ხართ, უკვე გეცოდინებათ, რომ მოდა და ზოგადად გაყიდვების ტენდენციები საკმაოდ სწრაფად იცვლება. "ჩაწოლილია" პროდუქტი, რომლის ბრუნვადობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი ან 0-ის ტოლია. მაღაზიის პროგრამა გაჩვენებთ ამ ტენდენციას, მერე კი თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, საერთოდ ამოიღოთ ესა თუ ის პროდუქტი გაყიდვებიდან თუ პირიქით, მაღაზიაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე დადოთ, პრომო აქტივობები გაუკეთოთ და ამით კიდევ ერთი შანსი მისცეთ.
"ბესტსელერი" პროდუქცია — მარაგების პროგრამას იგივე ფუნქცია აქვს ყველაზე კარგად გაყიდვადი პროდუქტის შემთხვევაშიც. მან უნდა გითხრათ, რომელია ეს პროდუქტები და რამდენია მარაგში დარჩენილი. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, დროულად გააკეთოთ ახალი შეკვეთა.
მიწოდების ქსელის მართვა — მარაგების პროგრამა დაგეხმარებათ მიწოდების მენეჯმენტშიც. მასზე შეიძლება ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს გავლენა — მაგალითად, მომწოდებლების ფასებმა. რამდენიმე მომწოდებლის შემთხვევაში ფასების კონტროლი არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ თუ ათობით მომხმარებელი გყავთ, მაშინ ეს საქმე ავტომატიზებული უნდა იყოს. მარაგების მართვის პროგრამა გეტყვით, ვინ არიან სტაბილური ფასების მქონე მომწოდებლები, ასევე ვინ იცავს მუდმივად მოწოდების დედლაინებს და მოგცემთ შედარების და ანალიტიკის შესაძლებლობასაც. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შეძლებთ, სანდო პარტნიორები შეარჩიოთ და ოპტიმალური მარჟა შეინარჩუნოთ.
რა მეთოდებით აღირიცხება მარაგები
მარაგების ფიზიკური აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს:
მარაგების ფიზიკური ინვენტარიზაცია, ანუ დარჩენილი მარაგის დათვლა — ეს ალბათ მარაგებთან დაკავშირებული ყველაზე მოსაწყენი პროცესია თუმცა, მნიშვნელოვანი. არ არის საჭირო ინვენტარიზაციის ყოველდღიურად გაკეთება — ეს ინფორმაცია თქვენმა გაყიდვების პროგრამამ უნდა მოგცეთ. თუმცა წელიწადში ორჯერ მაინც ინვენტარიზაცია აუცილებელია.
ან
შემთხვევითი შემოწმება იგივე Spot Checking — როგორც აღვნიშნეთ, მარაგების ინვენტარიზაცია ხშირ-ხშირად არ არის საჭირო. ამის ნაცვლად შეგიძლიათ, მოაწყოთ შემთხვევით შემოწმებები: აირჩიოთ ორი-სამი პროდუქტი და მხოლოდ ისინი დათვალოთ. გაყიდვების პროგრამაში არსებული ციფრები უნდა ემთხვეოდეს რეალურ რაოდენობას.
ორი სიტყვით მარაგების ბუღალტრულ აღრიცხვაზეც ვთქვათ: ამ მხრივაც რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა, ძირითადად, 3 მათგანს იყენებენ: საშუალო, FIFO და LIFO მეთოდებს.
საშუალო მეთოდი ნიშნავს, რომ პერიოდის განმავლობაში შეძენილ ან წარმოებულ მარაგებს აღვრიცხავთ საშუალო შეწონილი თვითღირებულებით. FIFO — first in, first out — ანუ საწყობიდან ჯერ გადის ის პროდუქცია, რომელიც ყველაზე ადრე შემოვიდა საწყობში. LIFO — last in, first out — ანუ პირველად გადის საწყობში ბოლოს შემოსული პროდუქტები. დღეს საქართველოში, ძირითადად, საშუალო და FIFO მეთოდებს იყენებენ.
როგორ შევარჩიოთ საწყობის პროგრამა
თუ ათობით მაღაზია გაქვთ, სადაც ათასობით განსხვავებული ტიპის პროდუქტი იყიდება და დღის განმავლობაშიც ათასობით კომპლექსური პროცესი უნდა აღირიცხოს, მაშინ სჯობს, WMS და ERP სისტემა ერთად გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ სუპერმარკეტის დიდი ქსელი გვაქვს ჩვენივე უზარმაზარი საწყობებით.
თუ რამდენიმე საწყობი გაქვთ და თქვენი პროცესები განსაკუთრებული სპეციფიკით არ გამოირჩევა, მაშინ თანამედროვე მაღაზიის პროგრამა საკმარისი იქნება საწყობის მართვის მოდულით. მაგალითად, თუ გაქვთ სათამაშოების 3 მაღაზია, ონლაინ ვაჭრობის მაღაზია და ა.შ.
თუ მცირე ან საშუალო სავაჭრო კომპანია გაქვთ, პროგრამა "ბალანსის" საწყობისა და გაყიდვების მოდული იდეალური იქნება თქვენთვის. პროგრამის დემო შეგიძლიათ ნახოთ "ბალანსის" ვებგვერდზე — www.balance.ge.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები