როგორ უნდა დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში — რეკომენდაციები
ფოტო: Eniola Odetunde/Axios
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მშობლებისა და არასრულწლოვნებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და კიბერბულინგის არიდებაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
უწყება აღნიშნავს, რომ კიბერბულინგს ხშირად სწორედ პერსონალური ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ხოლო თუ არასრულწლოვანი თავს კიბერბულინგის მსხვერპლად თვლის პირველ რიგში, უფროსებს და სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს.
"არასრულწლოვნები, ხშირად, სათანადოდ ვერ აფასებენ ონლაინ აქტივობებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვა კი ზრდის მონაცემთა არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ინტერნეტის მომხმარებელ არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე, ხელს უწყობს არასრულწლოვანთა შორის კიბერბულინგს", — ნათქვამია განცხადებაში.
რატომ არის კიბერბულინგი განსაკუთრებით საშიში?
მასალაში აღნიშნულია, რომ ინტერნეტი ბულინგისთვის ხელსაყრელი ადგილია, რადგან:
- ინტერნეტში აქტივობა ანონიმურადაცაა შესაძლებელი, ამდენად, მჩაგვრელს აქვს თავისი ვინაობის დამალვის საშუალება;
- ონლაინ სივრცეში მჩაგვრელს არ სჭირდება ფიზიკური ან/და სოციალური ძალაუფლება;
- ინტერნეტი ბულინგისთვის იძლევა გაცილებით დიდი მასშტაბს. იგი არ არის შეზღუდული დროით და ფიზიკური კონტაქტით.
მეორე მხრივ, კიბერბულინგის შეჩერება გაცილებით რთულია, რადგან ინტერნეტში არ არსებობს "ღილაკი წაშლა", რომელიც გასაჯაროებულ ინფორმაციას სრულად გააქრობს. მომხმარებელი ვერ აკონტროლებს რას განათავსებენ მისი ვირტუალური მეგობრები სოციალურ ქსელებში.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით, პირადი მიზნებით ფიზიკური პირების სოციალურ ქსელებში აქტივობა შეზღუდული არ არის. შესაბამისად, ისინი არ ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას სხვისი პერსონალური მონაცემების ნებართვის გარეშე გამჟღავნების გამო", — აღნიშნულია ბროშურაში.
როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან — რეკომენდაციები ბავშვებისთვის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასრულწლოვნებს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს უზიარებს:
- დაიცავით თქვენი ელექტრონული მოწყობილობები როგორც ფიზიკურად, ისე პაროლით, რათა სხვამ ვერ შეძლოს მისი გამოყენება და თქვენი სახელით მოქმედება;
- დააყენეთ და გამოიყენეთ, უფასო ან ფასიანი ანტივირუსული პროგრამები, პერსონალური და პორტატული კომპიუტერების ვირუსებისგან თავის დაცვისათვის (მაგალითად, bitdefender Antivirus, Symantec End-user Endpoint Security, Avast Antivirus, McAfee Endpoint Security, Avira Free Security);
- ნურავის გაუზიარებთ პაროლს, თუნდაც თქვენს უახლოეს მეგობრებს, თუ მაინც გაუზიარებთ, დაუყონებლივ შეცვალეთ ის;
- გახსენით მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული ელექტრონული გზავნილები და მათი თანდართული ფაილები. არ გახსნათ გაურკვეველი წარმომავლობის ბმულები;
- სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას, არ მონიშნოთ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
- გამოიყენეთ რთული, მრავალფეროვანი სიმბოლოების კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. მაგალითად: პაროლი უნდა შეიცავდეს ციფრებს, დიდ და პატარა ასოებს, ასე მისი გამოცნობა და "გატეხვა" უფრო გართულდება;
- პაროლის შედგენისას არ გამოიყენოთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ვინაიდან ასეთი მონაცემები ადვილად გამოსაცნობია;
- პერიოდულად შეცვალეთ არსებული პაროლი;
- ეცადეთ არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმაზე დარეგისტრირებისას;
- ონლაინ პლატფორმის გამოყენებამდე გაეცანით მონაცემთა დამუშავების წესებს, რომლებიც, როგორც წესი, კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტშია მოცემული;
- დარწმუნდით, რომ მონიშნული გაქვთ კონფიდენციალობის სასურველი პარამეტრები;
- სოციალურ ქსელში დაიმატეთ მხოლოდ ის პირები, ვისაც იცნობთ;
- კარგად დაფიქრდით სანამ სურათებისა და ვიდეოებს ინტერნეტში გაასაჯაროებთ;
- ნუ გამოაქვეყნებთ სხვა ადამიანზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თუ ის ამაზე თანახმა არაა ან არ იცის ამის შესახებ;
- გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასასურველი შინაარსის მქონე ტექსტის, ფოტოს ვიდეოს წაშლის მოთხოვნა, ასევე, მჩაგვრელის დაბლოკვა და დარეპორტება.
ამასთან, სოციალური ქსელების უმრავლესობას აქვს ფუნქცია:
- თავად გადაწყვიტოთ, თუ ვის ექნება თქვენი გვერდისა და იქ განთავსებული ინფორმაციის ნახვის უფლება;
- მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებს გაუზიაროთ პოსტები, ფოტოები და ა.შ.;
- ფოტოზე მონიშვნამდე მოითხოვოთ ნებართვა;
- დაბლოკოთ არასასურველი პირი ან ამოშალოთ მეგობრებიდან;
- მოითხოვოთ არასასურველი პოსტის, კომენტარის აღება;
- მოითხოვოთ მჩაგვრელის დაბლოკვა და დარეპორტება.
რეკომენდაციები მშობლებისთვის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მშობლებს შვილების კიბერბულინგისგან დასაცავად შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:
- აკონტროლეთ არასრულწლოვნების ინტერნეტ აქტივობები;
- არასრულწლოვნის სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე ან აპლიკაციის გამოყენებამდე გაეცანით მისი კონფიდენციალობის პირობებს;
- შეამოწმეთ მათი მონაცემების უსაფრთხოების პირველადი პარამეტრები და დააყენეთ ისინი სასურველ დონეზე;
- მიეცით რჩევები მათი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ და განუმარტეთ ინტერნეტში რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მათ შესახებ ინფორმაციის განთავსება;
- გააფრთხილეთ ბავშვები, არ გაუზიარონ პაროლი მესამე პირებს, (მათ შორის, არც ახლო მეგობრებს), თუ ასე მოხდა, დაუყოვნებლივ შეცვალონ ის;
- სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას არ მონიშნონ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
გარდა ამისა, სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონულ მოწყობილობებზე ბავშვებს დაუწესოთ ძირითადი ციფრული წესები, გაუწიოთ მეგზურობა სასარგებლო კონტენტისკენ, თვალი ადევნოთ მის ეკრანთან გატარებულ დროსა და დაუწესოთ (აპლიკაციების გამოყენების, ვებგვერდებზე წვდომის და ინტერნეტ სივრცეში აქტივობების) შეზღუდვები. მაგალითად:
Android-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Google Family Link და Google parental control;
IOS-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Guided Access და Parental Control;
Windows-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის: Windows 10 Family; Qustodio; Norton Family Premier.
კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?
როგორც აღინიშნა, სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ პლატფორმებს, როგორც წესი, აქვთ წინასწარ განსაზღვრული წესები და სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეატყობინოთ ვებგვერდის ადმინისტრაციას ან აპლიკაციის შემქმნელებს და მოითხოვოთ კონკრეტული მომხმარებლის ან არასასურველი გაზიარებული ინფორმაციის (ფოტოს, ვიდეოს, ტექსტის) დაბლოკვა ან წაშლა.
კიბერბულინგისა და სხვა ძალადობის შემცველი ქმედების საწინააღმდეგოდ მისაღები შესაძლო ზომების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სოციალური ქსელის/აპლიკაციის მოხმარების წესებში შეგიძლიათ გაეცნოთ:
-
თბილისის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს თბილისის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
გადახედვა
-
შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები
გადახედვა
-
მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
-
ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს
-
სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნა
-
ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს
გადახედვა
-
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
გადახედვა
-
20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
გადახედვა
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
-
შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები