Haaretz: ისრაელის პოლიციამ კეზერაშვილის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაკითხა
ფოტო: AFP
ისრაელის პოლიციის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოსყიდვაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო, ბიზნესმენი გალ ჰირში დაკითხეს. ინფორმაციას ისრაელის მედიაზე დაყრდნობით DF Watch ავრცელებს.
გალ ჰირში
ფოტო: Haaretz
ისრაელის მედიის ცნობით, გალ ჰირში ისრაელის არმიის ბრიგადის გენერალი იყო, სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ კი კერძო კომპანია Defensive Shield დააარსა, რომლის საქმიანობის სფერო უსაფრთხოების სფეროში კონსალტინგს წარმოადგენდა.
ჰირშსა და თავდაცვის სფეროში მოღვაწე სხვა ოთხი კომპანიის ხელმძღვანელებს სამართალდამცავები სამშაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. ისრაელელ პოლიციელებს ეჭვი აქვთ, რომ მათ მიერ საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავდა ფულის გათეთრების, მოსყიდვის, თაღლითობისა და საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნებს.
2015 წლის სექტემბერში გალ ჰირში ისრაელის მთავარი პოლიციელის პოსტზე იყო წარდგენილი, თუმცა, Defensive Shield-სა და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული სკანდალის გამო მისი კანდიდატურა მოიხსნა.
Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელის პოლიცია ეჭვობს, რომ კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი, დავით კეზერაშვილი მოისყიდა, რათა ათეულობით მილიონობით ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიეღო. ისრაელის პოლიცია ასევე დარწმუნებულია, რომ შუამავალი კეზერაშვილის მეგობარი იყო, რომელიც გალ ჰირშს იცნობდა.
Haaretz წერს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, საქართველოში კი მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა იმ მოტივით, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა.
“მისი (კეზერაშვილის) სახელი გამოჩნდა პანამის დოკუმენტებში, რომელიც მცირედით ნათელს ფენს იმ გზას, რომლის საშუალებითაც ის ოლიგარქი გახდა”, - წერს Haaretz.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება

კომენტარები