მსოფლიოში ყველაზე დიდი საძიებო სისტემა 26 მაისს სპეციალური Doodle-ს გვახვედრებს. საიტზე შესვლისას ლამაზი ცის ფონზე მოფრიალე საქართველოს დროშა დაგხვდებათ.

დუდლზე დაკლიკვისას კი მომხმარებელი 26 მაისის ძიების შედეგებზე გადადის, სადაც კომპანიის ლოგოში ჩასმულ საქართველოს დროშას კიდევ ერთხელ შეამჩნევთ.

"მრავალი ქართველი ამ დღეს დამოუკიდებლობის დღისა და საკუთარი ერის მიღწევების აღსანიშნავად ეროვნულ დროშას გადმოფენს“ — ნათქვამია დუდლის აღწერის გვერდზე.

ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.