პლასტმასის შესაძლო დასასრული — ახალი "მცენარეული ბოთლები" 1 წელიწადში იხრწნება
ბიოქიმიურ კომპანია Avantium-ში იმედოვნებენ, რომ საკმარისი ინვესტიციით პლასტმასს წიაღისეული საწვავის ნაცვლად მცენარეული შაქრებისგან გააკეთებენ .
Avantium-მა მხარდაჭერა ლუდის მწარმოებელი კომპანიისგან, კარლსბერგისგან მოიპოვა. ეს უკანასკნელი გეგმავს, რომ ლუდს მალე მცენარეული პლასტმასით დაფარული მუყაოს ბოთლებით გაყიდის.
ავანტიუმის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ვან აკენი იმედოვნებს, რომ ინვესტიციებს მოიპოვებს და ჰოლანდიაში მცენარეული ბიოპლასტმასის დიდი საწარმო გაიხსნება. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია და მისადმი ინტერესს მრავალი კომპანია იჩენს.
ბიოპლასტმასის სწარმოს გაკეთების გეგმას მხარს უჭერს კოკა-კოლა და დანონიც, რომლებიც მიზნად პლასტმასის და წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებას გეგმავნ.
გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი პლასტმასი დედამიწას სერიოზულად აბინძურებს, ის ძირითადად წიაღისეული საწვავებისგან იწარმოება რაც გლობალურ კლიმატზე უარყოფითად აისახება.
"ეს [მცენარეული] პლასტმასი მიმზიდველია მისი გამძლეობის და იმ ფაქტის გამო, რომ ის წიაღისხეული საწვავისგან არ მზადდება, ამასთანავე ეს პროდუქტი გადამუშავებადია და თან ჩვეულებრივი პლასტმასისგან განსხვავებით სწრაფად იხრწნება", — ამბობს ვან აკენი.
ავანტიუმის პლასტმასი გაზიანი სასმელების შენახვისთვისაც გამოდგება. ტესტები აჩვენებენ, რომ კომპოსტერის დახმარებით მცენარეული პლასტმასი ერთ წელიწადში იხრწნება. ბუნებაში ეს პროცესი სავარაუდოდ უფრო ნელა წარმიმართება ამიტომ, მისი გადამუშავება ჯობს.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი პლასტმასით დამზადებული ბოთლები 2023 წლისთვის აქტიურ გაყიდვაში იქნება. თავიდან კომპანია 5 000 ტონა მცენარეული პლასტმასის დამზადებას გეგმავს, თუმცა ავანტიუმში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად წარმოებაც გაიზრდება.
კომენტარები