ნახეთ, როგორ დაცურავენ "მანათობელი" დელფინები ბიოლუმინისცენიურ ორგანიზმებში
კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა პატრიკ კოინმა "მანათობელი" მოცეკვავე დელფინების გუნდის გადაღება შეძლო. მან ისინი კალიფორნიაში, ნიუპორტის სანაპიროზე დააფიქსირა.
"ჩვენ გარეთ გასულები მხოლოდ რამდენიმე საათით ვიყავით, ხოლო როდესაც უკან ვბრუნდებოდით ორი დელფინი შევნიშნეთ, რომლებიც საოცრად ანათებდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მათთან კიდევ რამდენიმე დელფინი მოვიდა", — წერს კოინი ინსტაგრამზე.
კოინის მიხედვით ვიდეოს გადაღება საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან ბიოლუმინესცენციის დაფიქსირება საკმაოდ რთულია. ასევე, ნათება მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში გრძელდება. ამგვარად, მისი გადაღება იდეალურ პირობებსა და ცოტა იღბალსაც საჭიროებს.
ბიოლუმინესცენციას სანაპიროებზე არსებული მიკროსკოპული ორგანიზმები, სახელად დინოფლაგელატები იწვევენ. ეს პაწაწინა არსებები პლანქტონების ოჯახს მიეკუთვნებიან და ისინი ნებისმიერი ტიპის მოძრაობაზე საკმაოდ მგრძნობიარეები არიან.
როდესაც ისინი მტაცებლის მიერ რაიმე სახის ზეწოლას გრძნობენ, თითოეული უჯრედი სინათლის გამოსხივებას იწყებს, რაც 100 მილიწამი გრძელდება. ხოლო მაშინ, როდესაც ერთ ადგილას მათი მაღალი კონცენტრაციაა, საოცარ სანახაობას ვიღებთ.
დინოფლაგელატები შეწუხების დროს ორ ქიმიურ ნივთიერებას წარმოქმნიან, რომლითაც ეს ნათება იქმნება. ისინი ცნობილები არიან როგორც ფერმენტი ლუციფერაზა და ნაერთი ლუციფერინი. ერთად კი ისინი დინოფლაგელატების ბზინვარებას იწვევენ.
აღნიშნული ფენომენი ხშირად გხვდება სხვადასხვა წყლის სახეობაში და ძირითადად მას მტაცებლის შეშინება ევალება.
კომენტარები