ამჟამად კაცობრიობა საკმაოდ უცნაურ და უჩვეულო მდგომარეობაში იმყოფება. კორონავირუსის გამო ყველა ჩვენგანი სახლშია გამოკეტილი, ეს კი ჩვენი ცხოვრების სტანდარტულ წესს რადიკალურად ცვლის. ვეღარ ვნახულობთ მეგობრებს და პარტნიორებს, ყველა შეხვედრა ვირტუალურ სივრცეში იმართება, გარეთ გასვლა უკიდურესი ზომაა, რომელსაც მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა სხვა გზა აღარ გვრჩება.

ამ სიტუაციისთვის თავის გართმევა საკმაოდ დიდი გამოწვევაა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის დროს ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

შემდეგი პოდკასტის მეორე ეპიზოდში, რომლის მოსმენაც ქვემოთ მოცემულ პლატფორმებზე შეგიძლიათ, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარი კი ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილია.

SoundCloud

Spotify

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts

PodBean