მაკა სოლოღაშვილი

16 Apr. 2020, 22:20

აუცილებელია ჩვენ გავერთიანდეთ, ყველას გვაინტერესებდეს მხოლოდ ერთი რამ: როგორმე შევაჩეროთ Covid-19 და ჩვენი პირადი სოციალური პასუხისმგებლობით ყველანი ჩართული ვიყოთ და ვებრძოლოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება.

ჩვენ ვართ იგივე საზოგადოება. ჩვენი შვილები ჩვენს გარეშე მეცადინეობენ, ჩვენს გარეშე არიან სახლში. ეკლესიაა, წირვა, თუ ლოცვა, ჩვენც იგივე მრევლი ვართ, მაზიარებლები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის ჩვენს გარეშე იმიტომ, რომ ვდგავართ ეპიდემიის ცენტრში და უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. 

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველამ ერთნაირად ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი. როგორ დავიცვათ თავი და ქვეყანა იმ რისკებისკან, რაც ძალიან ახლოს არის და არ არის გამორიცხული რომ ჩვენი საქციელით დავაჩქაროთ საკმაოდ ცუდი შედეგები. 

იქნებ არც არის ამდენჯერ გამეორება საჭირო. მართალია მსოფლიომ თავისი გამოცდილება დაგვანახა, მაგრამ ქართველი მაინც სხვაა. ყველა ქართველში არის უფალი და ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ ვიზეიმოთ ჩვენს გულში ეს დღესასწაული და დავიცვათ ის, რაც დასაცავია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…