ნოიმიუნსტერის ზოოპარკში პანდემიის გამო, შესაძლოა, ცხოველები ერთმანეთით გამოკვებონ
კორონავირუსის პანდემიის გამო ზოოპარკებს, შესაძლოა, ისეთი სასტიკი ზომების მიღება მოუწიოთ, როგორიც ცხოველების მოკვლა ან მათი ერთმანეთით გამოკვებაა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი შემცირებული შემოსავალია.
"ჩვენ იმ ცხოველების სია შევადგინეთ, რომელთა დახოცვაც პირველ რიგში მოგვიწევს. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ზოგიერთი ცხოველის შემთხვევაში იძულებულნი ვიქნებით, რომ ის სხვა ცხოველით გამოვკვებოთ", — განაცხადა ნოიმიუნსტერის ზოოპარკის წარმომადგენელმა ვერენა კასპარმა ადგილობრივ გერმანულ გაზეთში.
კასპარის მიხედვით, ზოგიერთი ცხოველის მოკვლა სხვების გადასარჩენად ზოოპარკისთვის უკიდურეს ზომას წარმოადგენს და ეს მათთვის საკმაოდ არასასიამოვნოა, თუმცა ფინანსური პრობლემება იმდენად დიდია, რომ მას მსგავსი ქმედებებიც კი ვერ მოაგვარებს.
სელაპებსა და პინგვინებს ყოველდღიურად თევზის საკმაოდ დიდი ოდენობა სჭირდებათ.
"თუკი ეს საჭირო იქნება, მირჩევნია ცხოველებს ევთანაზია გავუკეთო, ვიდრე მათ შიმშილის უფლება მივცე", — ამბობს კასპარი.
კასპარის მიხედვით, მიმდინარე გაზაფხულზე ზოოპარკის დანაკარგი დაახლოებით 175 000 ევროს შეადგენს.
გერმანიის ეროვნული ზოოპარკების გაერთიანების მიხედვით, ზოოპარკებს, სხვა ბიზნესების მსგავსად ხარჯების შემცირება არ შეუძლიათ — ცხოველებს ყოველდღიური კვება და მოვლა პანდემიის დროსაც ისევე სჭირდებათ, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში.
კომენტარები