ნიუ-იორკში საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ყოველდღიური ბრიფინგის დროს, ოთხშაბათს, ნიუ-იორკის გუბერნატორმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი პრევენციული ზომების შესახებ ისაუბრა.
"ამიერიდან ნიუ-იორკის მოსახლეობამ საჯარო სივრცეში, იქ, სადაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა, გამოსვლისას სახე პირბადით ან ნაჭრით უნდა დაიცვას" — აცხადებს ენდრიუ ქუომო.
"თუ სარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან დადიხართ ხალხმრავალ ადგილებში საფეხმავლო ბილიკზე, თქვენ სოციალური დისტანციას ვერ დაიცავთ, რის გამოც ვალდებული ხართ ატაროთ პირბადე".
"ეს კანონი იმოქმედებს ნებისმიერ საჯარო სივრცეში, სადაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა",— აცხადებს ქუომო.
კანონის ამოქმედებამდე მოსახლეობას 3 დღიანი ვადა აქვს.
კომენტარები