ტრამპი: აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სამშაბათს, 14 აპრილს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას დროებით წყვეტს.
ტრამპის თქმით, დაფინანსება 60-90 დღის განმავლობაში შეწყდება, ამ დროის განმავლობაში ისინი კორონავირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხს გააანალიზებენ და შეაფასებენ. ტრამპმა WHO-ს კრიზისის "უკიდურესად ცუდად მართვაში და საფრთხის დამალვაში" დასდო ბრალი.
"თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ საქმეს გააკეთებდა, რეალური სურათის დასადგენად უხანში ექსპერტებს გაგზავნიდა და ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში ამხელდა, კორონავირუსის აფეთქებას შევაჩერებდით და ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები